მედიამ უნდა გააშუქოს პატრიარქის არჩევის საკითხი – შესაბამისი განცხადება დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსმა, ზენონ იარაჯულმა “დღის ამბებისთვის” მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
წმინდა სინოდის წევრის თქმით, პატრიარქის არჩევის გაშუქების აკრძალვა, ვერანაირ არგუმენტს ვერ დაექვემდებარება.
მე შემიძლია, მხოლოდ ის ვთქვა, რომ სიფრთხილე გვმართებს ყველას – ისეთ გარემოში ვცხოვრობთ, რომ გვყავს მტერი, რომელსაც აინტერესებს, ჩვენს შორის დაძაბულობის, დესტაბილიზაციის კერები გაჩნდეს. მხოლოდ ამ თვალსაზრისით, ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ. რაც შეეხება ცალსახად იმის თქმას, რომ მასმედიას უფლება არ აქვს მეტადრე ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რა თქმა უნდა ეს ასე არ არის.”- თქვა სასულიერო პირმა და დასძინა: “ჩვენ უნდა გვყავდეს პოლიტიკურად ნეიტრალური პატრიარქი”:
მისივე განცხადებით, ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობას შესაბამისი დოკუმენტი, არეგულირებს.
ხელისუფლებასთან და სახელმწიფოსთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს უნიკალური დოკუმენტი – ჩვენ გვაქვს საფუძველი, სახელმძღვანელო, თუ როგორი უნდა იყოს ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობა, რომელიც ასევე კონსტიტუციაშიც არის ნაჩვენები. თუ სუბიექტები სახელმწიფოსა და ეკლესიას დაიცავს, კონსტიტიციასა და კონსტიტუციურ შეთანხმებას ჩვენ დანამდვილებით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ვემსახურებით საქართველოს და მის მკოსახლეობას. ჩვენ უნდა გვყავდეს პოლიტიკურად ნეიტრალური პატრიარქი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მას უნდა შეეძლოს ხელისუფლებებთან ურთიერთობა, მას ჰქოდეს დიპლომატია და უპირველეს ყოვლისა სულიერი კულტურა”- აღნიშნა მან.
შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ აკვირდებიან, როგორ აშუქებს რამდენიმე მედიასაშუალება საპატრიარქოს ამბებს და ამას „გარე ჩარევების მცდელობად“ აფასებს. პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრის დროს მან ამ კონტექსტში დაასახელა კრიტიკული მედიის წარმომადგენლები.
