სისხლიანი ანგარიშსწორება მარნეულში – 20 წლის ბიჭის განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი წარედგინა.
ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 2 აპრილს, მარნეულში, ბრალდებულმა განზრახ მკვლელობის მიზნით, ბასრი საგნით სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობები მიაყენა ერთ პირს, რის შედეგადაც იგი სამედიცინო დახმარების აღმოჩენამდე გარდაიცვალა.
ბრალდებული სამართალდამცველებმა 3 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
