საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ილია მეორესთან ბოლო შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელშ წერს. მისი თქმით, ბოლოს პატრიარქს 2017 წელს, ბერლინში შეხვდა – “მიმეორებდა: „დაუყოვნებლივ უნდა დაბრუნდეო“ – ჩემი დაბრუნების შემდეგ უკვე ჩაკეტილი ჰყავდათ და საპატრიარქოს რეაქცია რაც იყო ჩემს და სხვების დატყვევებაზე მგონი გვახსოვს.”.
ამ ყველაფერს იმიტომ ვყვები რომ ერთმნიშვნელოვნად თეთრი და შავი არ არსებობდა, თუმცა ახლა რაც ხდება ეს არის სიბნელის მოძლიერება და საბოლოოდ გამეფების მცდელობა – წერს სააკაშვილი.
“პატრიარქი ილია II იყო კომპლექსური პიროვნება. 2014 წელს ის ჩავიდა მოსკოვში, შეხვდა პუტინს და უთხრა შემდეგი ფრაზა – “ერთ პიროვნებას არ უნდა გადავაყოლოთ ორ ხალხს შორის ურთიერთობა”. ამ ერთ პიროვნებაში რა თქმა უნდა მე ვიგულისხმებოდი და ის რომ სწორედ ჩემს გამო ვერ შეძლო პუტინმა 2008-ში საქართველოს დაპყრობა. ეს განცხადება ყველამ თვითონ შეაფასეთ (ისტორიის შეფასება იქნება მკაცრი).
თუმცა მეორეს მხრივ მე მახსოვს ისიც, თუ როგორ მიჭერდა ილია II მხარს 5 ჯვრიანი დროშის დამკვიდრებაში, როდესაც იუსტიციის მინისტრობის და საკრებულოს თავმჯდომარეობის დროს აქტიურად დავიწყე ამ დროშის გამოყენება, ვინაიდან ვთვლიდი, რომ ხუთჯვრიანი დროშა ბევრად უფრო ასახავდა ჩვენს ისტორიას და ღირებულებებს, ვიდრე სოციალ-დემოკრატების I რესპუბლიკის დროშა.
დროშას კრძალავდნენ, მას ხევდნენ, ჩემს წინააღმდეგ აღძრეს სისხლის სამართლის საქმეები და მაშინ სწორედ პატრიარქის აქტიურმა ჩარევამ გააძლიერა ჩვენი პოზიციები.
პატრიარქს ბოლოს ბერლინში შევხვდი, 2017 წელს, შრიტეს კლინიკაში. მე და გიულიმ მოვინახულეთ, შეხვედრას ესწრებოდა შორენა თეთრუაშვილი და ეს იყო ძალიან თბილი შეხვედრა, რომლის დროსაც პატრიარქს ჩემზე ხელი ჰქონდა ჩამოკიდებული და სულ მიმეორებდა “თქვენ დაუყოვნებლივ უნდა დაბრუნდეთ საქართველოში”.
ჩემი დაბრუნების შემდეგ პატრიარქი უკვე ჩაკეტილი ჰყავდათ და საპატრიარქოს რეაქცია რაც იყო ჩემს და სხვების დატყვევებაზე მგონი გვახსოვს.
ამ ყველაფერს იმიტომ ვყვები რომ ერთმნიშვნელოვნად თეთრი და შავი არ არსებობდა, თუმცა ახლა რაც ხდება ეს არის სიბნელის მოძლიერება და საბოლოოდ გამეფების მცდელობა.
მე მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. მიმაჩნია, რომ ამ ძალიან რთულ პერიოდს ყველა სფეროში საკმაოდ ჩქარა გადავლახავთ, თუ რა თქმა უნდა ვიბრძოლებთ.
“იბრძოლეთ და ძლევთ” (ტარას შევჩენკო)”- წერს სააკაშვილი.
