Friday, April 3, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“არ გვეშინია” – ცხოველთა უფლებადამცველები მერიის განცხადებას პასუხობენ

April 3, 2026
“არ გვეშინია” – ცხოველთა უფლებადამცველები მერიის განცხადებას პასუხობენ

ცხოველთა უფლებადამცველები დედაქალაქის მერიას გუშინ გავრცელებული განცხადების გამო აკრიტიკებენ. ისინი აცხადებენ, რომ მერიის განცხადება რეალურ პრობლემებს არ ასახავს და ყურადღების გადატანას ემსახურება. მათი თქმით, თავშესაფარში არსებული ვითარება კრიტიკულია და საჭიროებს გამჭვირვალე გამოძიებას.

“პირადად ჩემზე მოდის მუქარა. ეს განკარგულება რომ გამოვიდა, პირველი, რაც გავაკეთე, შევიტანე საჩივარი სასამართლოში სამი კვირის წინ, სადაც ვითხოვ, რომ ამ განკარგულების მესამე მუხლის მესამე პუნქტი შეაჩერონ და მერე სერთოდ ამოიღონ და სხვა რედაქციით ჩაწერონ, რომ თანხვედრაში მოვიდეს კანონთან და ამის შემდეგ დაიწყო მუქარები, მანქანის გაჩერება, ჩხრეკა მანქანის, სასწაულები ხდება. მიდის პირდაპირ დაშინება და მუქარა ჩემი მისამართით. ეშლებათ, არ იციან ვისთან აქვთ საქმე. ეს მთავრობა იძახის, რომ გამჭვირვალე უნდა იყოს ყველაფერიო და რავიცი, არასამტავრობოებისთვის კანონი შემოიღო, რომ აბა, ის ფული რომ მოდის, რაში ხარჯავთო და სამთავრობო ორგანიზაციები არ უნდა იყვნენ გამჭვირვალე? რომ ჩაიკეტებიან და კაცისშვილს რომ არ უშვებენ შიგნით, რატომ? თუ არაფერს მალავდა თუ წესიერად მუშაობ, რატომ არ უშვებ შიგნით?, – ამბობს თამაზ ელიზბარაშვილი.

მოვლენებს კიდევ უფრო მკვეთრად აფასებს პოლიტიკოსი ლაშა ჩხარტიშვილი, რომელიც “ქართული ოცნების” ხელისუფლებას სისტემურ პრობლემებსა და ცხოველთა მიმართ ძალადობაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, ქვეყანაში დაწყებულია მასობრივი განადგურების პროცესი, რომელიც საზოგადოებრივი პროტესტით უნდა შეჩერდეს.

“ივანიშვილმა, კობახიძემ, კალაძემ შეაშინონ მათნაირი ფულის მონები, სისხლიანი ადამიანები, რომლებიც ძაღლების და ადამიანების სისხლზე ცხოვრობს და ამით არჩენს ოჯახს და შოულობს მილიონებს და მილიარდებს. ჩვენ მზად ვართ, უკანონო ბრალდების შემთხვევაში, პირველი არ იქნება ჩემთვის, პატიმრობისთვის, იმიტომ, რომ საუბარია ასი ათასამდე ძაღლის სიცოცხლეზე, რომელთა განადგურების პროცესი დაწყებული აქვთ უკვე და რაც დღეს ვნახეთ ჩვენ ამ თავშესაფარში, აქამდეც ვიცოდით, თუმცა იმედია, რომ საზოგადოებამ ახლა მაინც დაინახა, რომ ეს არის საკონცენტრაციო ბანაკები და წამების და სიკვდილის გარდა არაფერი ხდება. და ამ ყველაფრის მიზეზია ის, რომ ათწლეულობის განმავლობაში ეს ხალხი შოულობდა ფულს სწორედ ძაღლების სტერილიზაცია-ვაქცინაციის ნაცვლად ფიქციის და კორუფიული სქემების დალაგებით, ნაწილობრივ მათ ხოცავდნენ კიდეც, თუმცა როცა დაგროვდა რაოდენობა საკმარისზე მეტი, გადაწყვიტეს ახლა, ერთი ხელის მოსმით გაანადგურონ ისინი, რის უფლებასაც ჩვენ მათ არ მივცემთ და ყველას მოვუწოდებ კვლავ და კვლავ შაბათს 15:00 საათზე კანცელარიასთან მოვიდნენ. არ უნდა მივცეთ ივანიშვილს საშუალება, მთელი საქართველო ერთ დიდ საკონცენტრაციო ბანაკად გადააქციოს ადამიანების და ცხოველების, – ამბობს ჩხარტიშვილი.

მერიის მტკიცებით, მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფართან განვითარებული მოვლენების დროს მოქალაქეთა აგრესიული ჯგუფი უკანონოდ შეიჭრა ტერიტორიაზე, მათ შორის იმ ზონაშიც, სადაც დაავადებული და დაკვირვების ქვეშ მყოფი ძაღლები არიან განთავსებული. უწყება აღნიშნულ ქმედებას პროვოკაციად აფასებს და მოქალაქეებსა და მედიასაშუალებებს მოუწოდებს, დაემორჩილონ კანონს და თავი შეიკავონ ადმინისტრაციულ შენობაში შეჭრისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება განხორციელდება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “შევნიშნე, რომ ხელისუფლების რეაქცია განსაკუთრებით მტრულია ჩემი ანგარიშის რეკომენდაციების ნაწილის მიმართ. ასევე, ჩემი აზრით, ანგარიშში ფაქტები წარმოდგენილია სამართლიანად, სხვადასხვა ჩართული პირის, მათ შორის, საქართველოს ხელისუფლების პოზიციის დაფიქსირებით” – მოსკოვის მექანიზმის მომხსენებელი
  • “ამ სისულელის მართლა გჯერათ, რომ ცოცხალ ძაღლებს წვავენ?” – რომან გოცირიძე
  • სასამართლოს უპატივცემლობის ბრალდების შესახებ ნიკა მელიას საქმეზე, დაცვის მხარემ მტკიცებულებები უდაო გახადა და საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge