Friday, April 3, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე გიორგი გახარიას საქმის განხილვა მიმდინარეობს

April 3, 2026
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულების საქმის განხილვა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას საქმის განხილვა მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. კერძოდ კი, პროკურატურას ორი მოწმე ეყოლება წარმოდგენილი.

დაცვის მხარემ სხდომის დაწყებისას იშუამდგომლა, ეუთო-ს მიერ გამოქვეყნებული „მოსკოვის მექანიზმის” დოკუმენტის საქმეზე დართვა, რომელშიც 2024 წლიდან საქართველოში ადამიანის უფლებრივ მდგომარეობაზეცაა საუბარი.

ბრალდების მხარე შუამდგომლობას არ დაეთანხმა, რადგან მიიჩნია, რომ აღნიშნული რელევანტურობის ნაწილს არ აკმაყოფილებს და მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან შემხებლობაში არაა.

მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლიამ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და განაცხადა, რომ 300-გვერდიანი დოკუმენტიდან საქმესთან შემხებლობაში მხოლოდ ერთი აბზაცია, სადაც ყოფილი პრემიერის მიმართ წარმოებულ საქმის პოლიტიკურობაზეა საუბარი. მოსამართლის თქმით, ეს პარაგრაფი, სადაც გახარიაზეა საუბარი, კონკრეტულ ფაქტებზე მითითებით არ არის და მხოლოდ ზოგად ხასიათს ატარებს და შეფასებას წარმოადგენს.

ცნობისთვის, გიორგი გახარიას ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალის მიხედვით, გიორგი გახარიამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, რის შედეგადაც, საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი. ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო აქტივობებს, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტებისკენ. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “განათლებასთან დაკავშირებით ყველაფერს დაგიზუსტებთ” – მეუფე ნიკოლოზი
  • სინოპტიკოსების პროგნოზით, 5 აპრილამდე საქართველოში დროგამოშვებით ნალექი და ქარია მოსალოდნელი
  • გაურკვეველი პირები კომპანიის სახელით უკავშირდებიან მომხმარებლებს და სთხოვენ პირადი მონაცემების ან/და საბანკო ინფორმაციის გაზიარებას – „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge