სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს – როგორც თურქული მედია წერს, ბეიოღლუს რაიონში შუა ქუჩაში ყაზახეთის მოქალაქე კურიერსა და საქართველოს 2 მოქალაქეს შორის დაპირისპირება სიტყვიერი შელაპარაკებით დაიწყო, რაც მალევე ფიზიკურ ჩხუბში გადაიზარდა.
არსებული ინფრორმაციით, ჩხუბის დროს, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეებმა ყაზახეთის მოქალაქეს, დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს.
მას შემდეგ, რაც ქალაქის შესასვლელთან გაჩერებულ მანქანაში ეჭვმიტანილები ვერ იპოვეს, სამართალდამცველებმა ტერიტორიაზე დრონების დახმარებით სამძებრო ოპერაცია დაიწყეს.
მედიას წერს, რომ ჟანდარმერიის ჯგუფებმა საზღვრის მახლობლად დააკავეს ორი პირი, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებად იყვნენ იდენტიფიცირებულნი და საზღვარგარეთ გაქცევას ცდილობდნენ.
