ბაკურიანში 2024 წლის იანვარში ტრაგიკულად დაღუპული წარმატებული სტარტაპერის, გიორგი ტუხაშვილის ოჯახი დამნაშავეების დასჯას და დამნაშავე პირების მფარველების გამოაშკარავებას ითხოვს.
სოციალურ ქსელში ვრცელ პოტს ტუხაშვილის ცოლის დედა, ლალი წიკლაური აქვეყნებს და წერს, რომ მისი სიძის, 4 შვილის მამის სიცოცხლე ბაკურიანში, კრისტალის ტრასაზე სანდრო და საბა სტეფანიანების უპასუხისმგებლო საქციელს ემსხვერპლა.
არსებობს დანაშაულის ამსახველი ვიდეო მასალა და ყველა მტკიცებულება იმისთვის რომ დამნაშავეები პასუხისგებაში მიეცენ, თუმცა ამ დრომდე დამნაშავეები არ დასჯილან – წერს ლალი წიკლაური.
გიორგი ტუხაშვილის ოჯახის წევრი სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს გულგრილობაზე საუბრობს და გენერალურ პროკურორს, გიორგი გვარაკიძეს მიმართავს, საქმით დაინტერესდეს.
“მეგობრებო, გთხოვთ გააზიარეთ, რათა პოსტი ნახოს მთელმა საქართველომ, თუ რატომ არ ისჯებიან სტეფანიანები, რომლებმაც დააობლეს 4 მცირეწლოვანი‼️‼️‼️
🛑მოვითხოვ გენერალური პროკურორის გიორგი გვარაკიძის ჩართულობას, რადგან 2 წელიწადზე მეტია შსს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველო, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო გულგრილად და უპასუხისმგებლოდ ეკიდებიან გიორგი ტუხაშვილის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტს‼️‼️‼️
🔻სრული სურათი ხელისგულზე დევს და გამოძიების ოფიციალური შედეგის დღემდე არარსებობა მხოლოდ ხელოვნური ჩარევით თუ აიხსნება.
🔻2024 წლის 19 იანვარს, ბაკურიანში, კრისტალის უკანონო სასრიალო ტრასაზე, 35 წლის გიორგი ტუხაშვილი (4 შვილის მამა) მოკლა ძმების – სანდრო და საბა ვლადიმერის ძე სტეფანიანების უპასუხისმგებლო საქციელმა (მამა ვლადიმერ სტეფანიანი „ჰოტელს მენეჯმენტ გრუპ“-ის 100% იანი წილის მფლობელია).
🔻სწორედ ეს ორი ადამიანი, არაეკიპირებულები, თოვლმავალი ბურანით შევიდნენ სასრიალო ტრასის საპირისპირო მიმართულებით, როდესაც საბაგირო ფუნქციონირებდა და მოთხილამურეები სრიალებდნენ.
🔻სტეფანიანები ‼️‼️უსაფრთხოების ყ ვ ე ლ ა წ ე ს ი ს დ ა რ ღ ვ ე ვ ი თ ‼️‼️იყვნენ იქ სადაც არ უნდა ყოფილიყვნენ ფეხით მოსიარულეები.
🔻სწორედ მათი ტრასაზე ყოფნის გამო შეცვლილ ტრაექტორიას შეეწირა გიორგი – მინიმუმამდე შეამცირა სხვისი ზიანი, თავად კი სიცოცხლისთვის შეუთავსებელი
დაზიანებები მიიღო.
🔻საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
არსებობს დანაშაულის ამსახველი ვიდეო მასალა და ყველა მტკიცებულება იმისთვის რომ დამნაშავეები პასუხისგებაში მიეცენ, თუმცა ამ დრომდე დამნაშავეები არ დასჯილან. მეტიც, ბრალიც კი არ აქვთ წარდგენილი. ‼️‼️‼️
🛑როგორ ახერხებენ სტეფანიანები პასუხისმგებლობიდან თავის დაძვრენას?
🛑რატომ და ვინ მფარველობს მათ დანაშაულს?
🛑მოვითხოვთ მფარველების გამოაშკარავებას და სტეფანიანებთან ერთად დასჯას”- წერს ლალი წიკლაური.
