Thursday, April 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საკონსტიტუციო სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი კომისიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ სარჩელი განსახილველად არ მიიღო

April 2, 2026
საკონსტიტუციო სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი კომისიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ სარჩელი განსახილველად არ მიიღო

საკონსტიტუციო სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ სარჩელი არსებითად განსახილველად არ მიიღო.

ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობა“ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამ გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ „კიდევ ერთხელ წაახალისა „ქართული ოცნების“ მიერ კონსტიტუციის პრინციპების უგულებელყოფა და თვითნებობა“.

„2025 წლის 10 ნოემბერს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და გაასაჩივრა „ქართული ოცნების“ თვითმარქვია პარლამენტის მიერ დეპუტატ წულუკიანი თავმჯდომარეობით შექმნილი „ღალატის კომისიის“ კონსტიტუციურობის საკითხი.

აღნიშნული კომისიის ოფიციალურად გაცხადებულ მიზანს სწორედ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის სამართლებრივი საფუძვლის მომზადება წარმოადგენდა. თვითმარქვია პარლამენტის “ქართული ოცნების”უმრავლესობის მიერ პარტიათა აკრძალვის თაობაზე საკონსტოტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელიც, შესაბამისად, მთლიანად ამ კომისიის დასკვნას ეფუძნება.

საკონსტიტუციო სასამართლოსგან ვითხოვდით, რომ შეეფასებინა პარლამენტის საგამოძიებო კომისიისთვის პოლიტიკური პარტიების დაქვემდებარების შეუზღუდავი უფლებამოსილების კონსტიტუციურობა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 26 მარტის განჩინება (საქმეზე №1915) წარმოადგენს კლასიკურ მაგალითს, როგორ შეიძლება, მწვავე პოლიტიკური კრიზისის დროს, სასამართლომ სამართლებრივი ფორმალიზმი გამოიყენოს პასუხისმგებლობის თავიდან არიდების ინსტრუმენტად. საკონსტიტუციო სასამართლომ უარი განაცხადა, კონსტიტუციურ კონტროლს დაუქვემდებაროს პარლამენტის ამ ფუნქციის თვითნებურად და რეპრესიულად გამოყენების შესაძლებლობა.

ეს ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ „ქართულ ოცნებას“ შეუზღუდავი უფლებამოსილება მიანიჭა, ნებისმიერი პოლიტიკური პარტია, ჯგუფი ან ორგანიზაცია, კონსტიტუციური პრინციპების სრული უგულებელყოფით, თვითნებურად დაუქვემდებაროს თავის საგამოძიებო მექანიზმს, დაჭერის შიშით დაავალდებულოს მათ წევრებს გამოცხადება, მოსთხოვოს მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მოტივებისა და მიზეზების ახსნა და ამით მათი პოლიტიკური დევნის წინაპირობები შექმნას.

მიგვაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ უარი თქვა თავისი ძირითადი მოვალეობის განხორციელებაზე და კიდევ ერთხელ წაახალისა „ქართული ოცნების“ მიერ კონსტიტუციის პრინციპების უგულებელყოფა და თვითნებობა. ამ გადაწყვეტილებით მან წინასწარ მოამზადა საფუძველი წულუკიანის „ღალატის კომისიის“ დასკვნის საფუძველზე პოლიტიკური პარტიებისა და, შესაბამისად, ქვეყანაში პოლიტიკური პლურალიზმის ასაკრძალად.

მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ ქვეყანაში ავტოკრატიის კონსოლიდაციის პროცესთან დაკავშირებული ასეთი უმნიშვნელოვანესი საკითხი საკონსტიტუციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე, ფარულად განიხილა. შესაბამისად, ჩვენ წაგვერთვა შესაძლებლობა, ზეპირად მოგვესმინა არალეგიტიმური პარლამენტის წარმომადგენლების სამართლებრივი ახსნა-განმარტება და სათანადოდ დაგვეცვა ჩვენი, როგორც პოლიტიკური პარტიის არსებითი მნიშვნელობის ინტერესები, რაც თავის, მხრივ, არღვევს სამართლიანი სამართალწარმოების პრინციპებს.

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვითხოვთ, რომ პარტიათა აკრძალვის სარჩელის დასაშვებობის საკითხი გადაწყდეს ზეპირი განხილვის საფუძველზე და საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება კვლავ არ გამოიტანოს დახურული პროცესის საფუძველზე“,- ნათქვამია განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ჩვენ ვითხოვთ სტერილიზაციის კამპანიის სრულად ჩატარებას და სტერილიზაციისთვის წაყვანილი ცხოველების პირვანდელ ტერიტორიაზე დაბრუნებას” – ცხოველთა უფლებადამცველები
  • “სლოვაკეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი და ერთგული მხარდამჭერია ევროინტეგრაციის გზაზე” – ნიკოლოზ სამხარაძე
  • მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრა გამართა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge