თბილისის მერის კახი კალაძის თქმით, მისი მეუღლე ანა არეშიძე იღებდა მესიჯებს, რომელიც კახი კალაძესთან გაშორების საფუძველი უნდa გამხდარიყო.
ამის შესახებ კახა კალაძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში ისაუბრა.
ოჯახის მიმართ იმდენ სიბინძურეებზე საუბრობდნენ, ჩემი მეუღლის მიმართ, ჩემი შვილების მიმართ. ჩემს მეუღლეს რაებს წერდნენ. ადამიანმა რომ ნახოს რას წერდნენ ჩემს მეუღლეს, რომ მე უნდა გამშორებოდა, ვითომ რაღაცა კუბოები…
ეს არის ბოროტება, ეს არის კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენოს, ადამიანი შანტაჟის ქვეშ ამყოფოს. მე ვარ ბედნიერი ადამიანი და პასუხისმგებელი ვარ ყველა ჩემს ქმედებაზე,” – განაცხადა კახა კალაძემ.
