რამდენიმე წუთის წინ ზუგდიდში, ე.წ. საკონსერვოს დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
თვითმხილველის ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, აქედან ერთს ცეცხლი გაუჩნდა.
მეხანძრე-მაშველებმა ხანძარი ჩააქრეს. შემთხვევის შედეგად დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.
ადგილზე სამართალდამცველები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებულნი.
