„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციას განცხადებით, გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს
მათი ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 აპრილს 11:00 საათიდან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში არმაზი, ძეგვი, შიომღვიმის ტერიტორია, ნიჩბისი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს ტიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ღულელები, საყდრიონი, ხევსურთსოფელი, თოლენჯი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ დიღომში, ზემოუბანში, დიდგორში, თელოვანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
