Wednesday, April 1, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“დაგვიდგეს სახელმწიფო გვერდით!” – “სფერო ჰოლდინგის” დაზარალებულები აქციებს აანონსებენ

April 1, 2026
“დაგვიდგეს სახელმწიფო გვერდით!” – “სფერო ჰოლდინგის” დაზარალებულები აქციებს აანონსებენ

“სფერო ჰოლდინგის” მიერ დაზარალებული მოქალაქეები საგაზაფხულო აქციებს აანონსებენ. მოქალაქეები “ოცნების” ხელისუფლებას მოუწოდებენ, გვერდში დაუდგეს და მათ პრობლემის მოგვარებაში დაეხმაროს.

მოქალაქეები ამბობენ, რომ ყველა რესურსი ამოწურეს და ქუჩაში არიან დარჩენილები. ისინი უკვე 8 თვეა ელოდებიან პროკურატურისგან პასუხს, დაუყადაღდა თუ არა “სფერო ინვესტს” და დაკავებულ პირებს ქონება და სად წავა ამის შემდგომ აღნიშნული ქონება, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.

მოქალაქეებმა “ქართულ ოცნებას” ახლა კონკრეტული ვადა მისცეს და თუკი მომდევნო პროცესზე ისინი აღნიშნულ კითხვაზე პასუხს ვერ მიიღებენ, ქუჩის აქციებს აანონსებენ.

“პირადად ირაკლი კობახიძეს მივმართავ, დადგეს ხალხის გვერდით და არა მარტო თითონ, როგორც არიან. პასუხი გაგვცენ, კონტაქტზე გამოვიდნენ, იწელება ეს სასმართლოები, რატომ, რისთვის? სიმწრით ჩადებული თითოეული კაპიკი გვაქვს სულყველას და აქეთ მასხარად გვიგდებენ?! დაგვიდგეს სახელმწიფო, ყველა სტრუქტურა. ვართ გარეთ, ქუჩაი დარჩენილები, თითონ კი არიან მშვიდად” – თქვა ერთ-ერთმა დაზარალებულმა მედიასთან.

დაზარალებულები დღეს სასამართლოში იყვენენ მისული, სადაც პროკურატურას მტკიცებულებების გამოკვლევა უნდა დაწყებულიყო. პროცესზე ბრალდებულებმა სიტყვა მოითხოვეს. სოფიო პეტრიაშვილმა პროკურორის აცილების შუამდგომლობა დააყენა. მისი თქმით, პროკურორი ერთ-ერთი დაზარალებულის ახლო ნათესავია და შესაბამისად, ინტერესთა კონფლიქტი იკვეთება.

იგივე შუამდგომლობა ჰქონდა გივი წულეისკირსაც. მან პროკურორს ჰკითხა, რატომ გაუყინა ანგარიშები ერთ-ერთა ბანკმა 4 თვით ადრე და რატომ გააკოტრა სახელმწიფომ კომპანია მიზანმიმართულად, რომელიც მზად იყო, რომ დაზარალებულებისთვის მითვისებული თანხები აენაზღაურებინა.

აღნიშნულ კითხვებზე ბრალდებულმა პასუხები ვერ მიიღო, რის შემდეგაც მოსამართლემ შემდეგი სხდომა ჩანიშნა.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ გივი წულეისკირმა, გიორგი მურუსიძემ და სოფიკო პეტრიაშვილმა, მოქალაქეთა მოტყუებისა და მათი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით, 2022 წლის თებერვლიდან 2025 წლის ოქტომბრამდე, ,,სფერო ინვესტის“ სახელით, ფიზიკურ პირებთან გააფორმეს ,,უძრავი ქონების დროებით საცხოვრებლად გადაცემის,“ აგრეთვე ე.წ. კაპიტალდაბანდების შესახებ ხელშეკრულებები.

პროკურატურის განცხადებით, გივი წულეისკირი, გიორგი მურუსიძე და სოფიკო პეტრიაშვილი მოტყუებით დაეუფლნენ 29 მილიონზე მეტ ლარს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გორში, ძაღლების თავშესაფართან მიუსაფარი ცხოველების დასაცავად საპროტესტო აქცია გაიმართა
  • პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები, რომლის შედეგად პრემიერ-მინისტრი საქსტატის აღმასრულებელ დირექტორს და საბჭოს წევრებს პარლამენტის თანხმობის გარეშე დანიშნავს
  • პარლამენტმა დაამტკიცა პროექტი, რომლის თანახმად, პირველ კლასში სწავლის დაწყების შესაძლებლობა ექნება ბავშვს, რომელსაც 6 წელი 2026 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდება

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge