ჯონი დეპის და ემბერ ჰერდის სასამართლო პროცესზე მოწმედ ჯონის ყოფილი პარტნიორი, სუპერმოდელი კეიტ მოსი გამოვიდა, რომელმაც ჩვენება დეპის სასარგებლოდ მისცა.
„წვიმდა. ოთახიდან გასვლისას კიბეებზე ჩავირბინე, წავიქეცი და ზურგი ვიტკინე. ვიყვირე, რადგან ვერ მივხვდი რა დამემართა. ჯონი მოვიდა, სახლში შემიყვანა და სამედიცინო დახმარება გამიწია.“ – თქვა მოსმა სამწუთიანი ჩვენების დროს.
კითხვაზე ოდესმე უძალადია თუ არა მასზე დეპს კეიტმა შემდეგი პასუხი გასცა:
„ჩემზე ხელი არასოდეს აუწევია. არ ჩაურტყამს, არც ხელი უკვრია და არც კიბეებზე დავუგორებივარ“
აღსანიშნავია, რომ ემბერ ჰერდმა ჩვენების მიცემისას აღნიშნა, რომ ჯონი კეიტ მოსზე ფიზიკურად ძალადობდა ხოლმე და ერთხელ კიბეებიდანაც კი დააგორა. სწორედ ამიტომ მოიწვია სასამართლომ მოსი, რომელმაც ჰერდის განცხადებები უარყო.
აქვე შეგახსენებთ, რომ ჯონი დეპი და კეიტ მოსი ერთმანეთს ოთხი წლის განმავლობაში, 1994-1998 წლებში ხვდებოდნენ.