2025 წელს, შეინიშნება პატიმართა (მათ შორის, ქალთა და არასრულწლოვანთა) რაოდენობის ზრდა (22,6%). ამავე წლის დეკემბრის მონაცემებით, პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა განთავსების საერთო ლიმიტი 90.4%- ით იყო შევსებული და 14-იდან 5 დაწესებულებაში იყო პატიმრების საერთო (11 153) რაოდენობის 79% (8 795) – №2, №8 და №15 დაწესებულებებში პატიმართა რაოდენობა დადგენილ ლიმიტს აღემატებოდა,- ამის შესახებ სახალხო დამცველის 2025 წლის ანგარიშშია აღნიშნული.
როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ცალკეულ პენიტენციურ დაწესებულებებში კვლავ პრობლემურია სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების, ვენტილაციის, ბუნებრივი განათების და პენიტენციური კოდექსით დადგენილი 4 კვ.მ. მინიმალური ფართობის უზრუნველყოფის საკითხი.
„2025 წელს, შეინიშნება პატიმართა (მათ შორის, ქალთა და არასრულწლოვანთა) რაოდენობის ზრდა (22,6%). ამავე წლის დეკემბრის მონაცემებით, პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა განთავსების საერთო ლიმიტი 90.4%- ით იყო შევსებული და 14-იდან 5 დაწესებულებაში იყო პატიმრების საერთო (11 153) რაოდენობის 79% (8 795). ამასთანავე, №2, №8 და №15 დაწესებულებებში პატიმართა რაოდენობა დადგენილ ლიმიტს აღემატებოდა. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ №2, №8 და №15 დაწესებულებებში გადატვირთულობის პრობლემის მოსაგვარებლად, მნიშვნელოვანია, პატიმრები გადაიყვანონ სხვა შესაბამისი ტიპის დაწესებულებაში და ამ პროცესში გათვალისწინებული იყოს პატიმრის ოჯახის საცხოვრებელი ადგილი.
ცალკეულ პენიტენციურ დაწესებულებებში კვლავ პრობლემურია სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების, ვენტილაციის, ბუნებრივი განათების და პენიტენციური კოდექსით დადგენილი 4 კვ.მ. მინიმალური ფართობის უზრუნველყოფის საკითხი. პენიტენციურ დაწესებულებებში, ინფრასტრუქტურა კვლავ არ არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე. დახურული და განსაკუთრებული რისკის დაწესებულებებში შხაპის კვირაში მხოლოდ ორჯერ მიღების შესაძლებლობა ვერ აკმაყოფილებს პატიმართა ჰიგიენურ მოთხოვნებს. №17 დაწესებულებაში დღემდე არ გაუქმებულა ე.წ. ბარაკული ტიპის საერთო საცხოვრებლები, სადაც შეუძლებელია სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვა“,- ნათქვამია ანგარიშში.
