რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზვიად ცაბაძე ამტკიცებს, რომ სამ აპრილს წმინდა სინოდის სხდომაზე, ეპისკოპოსების ნაწილი მართვა-გამგეობის დებულებას მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ შეცვლის, რითიც მოსაყდრეს კონკურენტებს ხელოვნურად ჩამოაშორებენ.
ცაბაძის განცხადებით, ამის შესახებ მას ინფორმაცია სიგნალის აპლიკაციის მეშვეობით ანონიმურად გაუგზავნეს და მალევე წაშალეს.
“შიოს მომხრე და მოსყიდული ეპისკოპოსები შიოს სასარგებლოდ და სხვა საპატრიარქო კანდიდატთა საზიანოდ შეცვლიან მართვა გამგეობის დებულებას. როგორც წყარო იტყობინებოდა, მღვდელმთავართა ნაწილმა უკვე აიღო 30 ვერცხლი. მე ამ ინფორმაციის დადასტურება არ შემიძლია, რადგან ეს შეტყობინება როგორც ვთქვი მალევე წაიშალა. დაველოდოთ სამი აპრილის სინოდს და შემდეგ ვიმსჯელოთ”, – ამბობს ზვიად ცაბაძე.
თუ სინოდი დაადგენს რომ 70 წელზე თუნდაც ერთი დღით მეტი ასაკის პირს არ შეუძლია პატრიარქობა კენჭისყრას ავტომატურად ჩამოშორდება საჩხერის და ჭიათურის მიტროპოლიტი დანიელი. თუ სხდომაზე გადაწყვეტენ რომ საჭიროა თეოლოგიური დიპლომი პროცესს ეთიშება ცხინვალის მიტროპოლიტი ისაიაც.
