მთავრობამ განათლების სამინისტროს დაავალა საპატრიარქოს დაფუძნებულ 53 დაწესებულებას – საპატრიარქოს უნივერსიტეტებს, სკოლებს, კოლეჯებს, ფონდებს ბიუჯეტიდან 43 035 000 ლარი გამოუყოს.
განკარგულებას, ნომრით 609, რომელიც 2026 წლის 26 მარტით თარიღდება ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.
“დაევალოს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსების“ (პროგრამული კოდი: 32 02 01) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან 43,035,000.00 (ორმოცდასამი მილიონ ოცდათხუთმეტი ათასი) ლარი მიმართოს ამ განკარგულების დანართით განსაზღვრული დაწესებულებების ფინანსური დახმარების უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამის საბანკო ანგარიშებზე გადარიცხვის გზით”, – წერია განკარგულებაში.
43 035 000 ლარი მიმდინარე წელს სამ კვარტალზე უნდა გადანაწილდეს: I კვარტალში – 21 517 500 ლარი, III კვარტალში – 12 910 500 ლარი, IV კვარტალში – 8 607 000 ლარი.
საქართველოს საპატრიარქოს მიერ დაფუძნებულ სასწავლებლებზე თანხები ასე ნაწილდება:
