Thursday, July 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

კახეთში ყაჩაღობის ბრალდებით დედა-შვილი და კიდევ ერთი პირი დააკავეს

April 1, 2026
კახეთში ყაჩაღობის ბრალდებით დედა-შვილი და კიდევ ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა კახეთში ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დედა-შვილი და კიდევ ერთი პირი დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ნიღბიანი პირები დაზარალებულის ბინაში ჯგუფურად, უკანონოდ შეიჭრნენ, მასზე ფიზიკურად იძალადეს და 8 200 ლარი, საბანკო ბარათები და მობილური ტელეფონი გასტაცეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით – 1982 წელს დაბადებული ე.დ. და დედა-შვილი: 2008 წელს დაბადებული თ.ი. და წარსულში ნასამართლევი 1990 წელს დაბადებული ს.ი. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ შენიღბული ბრალდებულები, მიმდინარე წლის 29 მარტს, გვიან ღამით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მცხოვრებ -1955 წელს დაბადებულ ლ.ყ.-ს, საცხოვრებელ სახლში ყაჩაღურად თავს დაესხნენ, ფიზიკურად იძალადეს მასზე და ძალის გამოყენებით 8 200 ლარი, საბანკო ბარათები და მობილური ტელეფონი გასტაცეს.

დანაშაულის ჩადენის შემდეგ სამივე მათგანი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მონაწილე სამივე პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.

პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხა, საბანკო ბარათები და მობილური ტელეფონი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ვახო სანაიას პატიმრობა გამოხატვის თავისუფლების უპრეცედენტო შეზღუდვაა” – საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  • „ეტყობა, კაპიტანმა გიგაურმა, რაც მიიღო „სპისოკი“, იმ „სპისოკში“ არ ეწერა სააკაშვილი, ანუ ჩამოწერილია“-ირაკლი ზარქუა
  • ირაკლი ზარქუა კომენტარს აკეთებს ონისე ოქრიაშვილზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge