Tuesday, March 31, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რატომ გაძვირდა დენი – გოცირიძე ასახელებს მიზეზებს, რის გამოც ელექტროენერგია გაძვირდა

March 31, 2026
“იმედი ნელ-ნელა გადავა მილევად რეჟიმში, რომელიც იქნება დიდი საფრთხე რუსთავი2 -ის და სხვა არამედია ბიზნესისთვის”- რომან გოცირიძე

დემოგაგიურად უნდათ შეფუთონ ფასების ზრდა, მაგრამ გამოსდით სასაცილოდ, – ასე აფასებს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე სემეკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც თბილისში დენის ტარიფი 5 თეთრით ძვირდება.

  • სემეკის გადაწყვეტილებით, თბილისისა და რეგიონის მოსახლეობისთვის ტარიფი 5 თეთრით გაძვირდა, ხოლო კომერციული სექტორისთვის (როგორც თბილისში, ისე რეგიონებში) ფასნამატი 4-6 თეთრი იქნება.

ეკონომისტი “პირველების” ეთერში განმარტავს, რომ რეალურად, ელექტროენერგიის საფასური 5 თეთრით კი არა 33 % ით გაიზარდა.

ეს ისეთი მატებაა, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე საქართველოში არ ყოფილა. ეს არის ძალიან მძიმე მატება მოქლაქეებისთვის, ხოლო იურიდიული პირებისთვის, არა იმ მასშტაბით, მაგრამ ესეც მნიშვნელოვანი მატებაა.

მარტივად რომ ვთქვათ, არ იქნება არცერთი დარგი, სადაც დენის ფასის ზრდა გავლენას არ მოახდენს. ეს ერთ დღეში არ მოხდება, მაგრამ ნელ-ნელა ყველა სეგმენტზე გავრცელდება. რა რიგ კურიოზულიც არ უნდა იყოს, ელექტროენერგიის ფასის ზრდა, გაზრდის ენერგეტიკის სექტორის დანახარჯებს, ეს იქნება ქსელი, როგორიცაა თელასი,  თუ გენერაციის ობიექტები, რადგან ისინიც ელექტროენერგიას მოიხმარენ. ფაქტობრივად, მათ უკუუბრუდებათ დანახარჯების ზრიდს სახით დენის ტარიფის მატება. ეს არ იქნება პრობელმა, მოქალაქეებს რომ ჰქონდეთ ღირსეული შემოსავალი, – განაცხადა გოცირიძემ.

გოცირიძის თქმით, ენერგეტიკული სექტორი არ ვითარდება კორუფციის, შეცდომების და არაკომეპტენტურობის გამო და საქართველოში დაწყებული არცერთი სერიოზული ობიექტი არ შესულა მწყობრში.

ჩვენი მასშტაბის ქვეყნისთვის წარმოუდგენელი რამეა, რომ წააგო ორი კორუფციული დავა, კალაძის დადებული რუსულ ინტერ რაოსთან, რომელსაც ეკუთვნის თელასის 75 % იანი წილი. 138 მილიონი დოლარი წავაგეთ და დავიწყეთ გადახდა 31 დეკემბერს. მეორე მხარე საერთოდ კატასტროფაა – ნამოხვანში 400 მილიონი დოლარი წააგო, გადახდა უნდა დაგვეწყო. ეს ჯამში ზუსტად იმდენია, რამდენიც ანაკლიის აშენებას სჭირდება, – განაცხადა გოცირიძემ.

ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა კრიპტოვალუტის მომპოვებელ ქარხანაზეც იუსაბრა და აღნიშნა, რომ 

ეს გორში და თბილსიში გახსნა ივანიშვილმა, მერე ვიღაც რუსს მივყიდეთო, მერე კანადელსო, არ ვიცი მონაწილეობს, არ მონაწილეობს, მაგრამ მიიღო უკიდურესის შეღავათები. მუქთა მიწა გლდანში, გორშიც. ქვესადგური ნახევარ კილომეტრში. დენის ტარიფს ღებულობს დღგ-ს გარეშე, არის სასათბურე პირობებში, მოგების გადასახადი 0 თეთრი, იმპორტის გადასახადი 0, ქონების გადასახადი 0. საოცრებაა, რომ ასეულ მილიონობით ბრუნვა აქვს ამ ქარხანას, იქ მუშაობს 80 კაცი. 1 მაკდონალდს 2 მილიონი ლარი შეაქვს წელიწადში, კრიპტოქარხანას კი 80 ადამიანისთვის გამოწერილი ხელფასის 20 % . ეს არის პარაზიტი ორგანიზაცია, ეს რომ არ ყოფილიყო და მსგავსი, სასათბურე პირობებში ივანიშვილის მიოერ შექმნილი საწარმოები, დღეს ენერგეტიკული პრობლემა არ გვექნებოდა, – დასძინა მან. 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • არსებული ინფორმაციით, მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა პარასკევს წმიდა სინოდი მოიწვია
  • ზურა ჯაფარიძე არ გამორიცხავს, რომ 26 მაისს პატიმრობაში იყოს
  • წყალი 15 საათით შეწყდება – იხილეთ მისამართები

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge