Tuesday, March 31, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საქართველოს საგარეო ვალი 26.9 მილიარდი დოლარია – ეროვნული ბანკი

March 31, 2026
საქართველოს საგარეო ვალი 26.9 მილიარდი დოლარია – ეროვნული ბანკი

xr:d:DAFeG3AgsbY:1043,j:3274520522244807152,t:23092108

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 26.9 მლრდ აშშ დოლარი, ანუ 72.4 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 2025 წლის მშპ-ს 70.4 პროცენტია.

ცენტრალური ბანკის ცნობით, 2025 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი წინა კვარტალთან შედარებით 352.7 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. მათ შორის, ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 440.1 მლნ აშშ დოლარით და სხვა ცვლილებების გამო 14.6 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა, ხოლო საკურსო და ფასის ცვლილებების გამო ვალი შესაბამისად, 72.7 მლნ. აშშ დოლარით და 29.4 მლნ. აშშ დოლარით გაიზარდა.

„სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 11.7 მლრდ აშშ დოლარი (31.6 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 30.7 პროცენტია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 9.2 მლრდ აშშ დოლარი (24.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 24.1 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები – 780.9 მლნ აშშ დოლარი (2.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 2.0 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 473.1 მლნ აშშ დოლარი (1.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 1.2 პროცენტი) და 1.3 მლრდ აშშ დოლარი (3.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 3.3 პროცენტი).

საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 9.5 მლრდ აშშ დოლარი (25.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 24.8 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა – 5.0 მლრდ აშშ დოლარი (13.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 13.0 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა – 2.4 მლრდ აშშ დოლარი (6.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 6.4 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 86.7 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 12.6 მლრდ აშშ დოლარი (34.0 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც 2025 წლის მშპ–ს 33.1 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 5.6 მლრდ აშშ დოლარია (15.0 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 14.6 პროცენტია.

2025 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 38.6 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 37.5 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა, ხოლო საკურსო ცვლილების გამო ვალი 1.0 მლნ აშშ დოლარით. 2025 წლის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა საგარეო ვალდებულებებმა 780.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 475.5 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი“, – აღნიშნულია სებ-ის პუბლიკაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სიონის ტაძრის სახურავის რეაბილიტაციისათვის ტენდერი გამოცხადდა – სამუშაოებში ბიუჯეტიდან 1.3 მილიონი ლარია გამოყოფილი
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • საფრანგეთის სენატი 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომის აკრძალვას განიხილავს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge