Tuesday, March 31, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ტრამვაის 7.5-კმ-იანი ხაზისა და დეპოს საპროექტო-სამშენებლო ტენდერი დასრულდა

March 31, 2026
ტრამვაის 7.5-კმ-იანი ხაზისა და დეპოს საპროექტო-სამშენებლო ტენდერი დასრულდა

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გამოცხადებული ტრამვაის 7.5-კმ-იანი ხაზისა და დეპოს საპროექტო-სამშენებლო ტენდერი დასრულდა – ინფორმაციას გამოცემა BM. ge ავრცელებს და წერს, რომ ტენდერის სავარაუდო ღირებულება 416.6 მილიონ ლარს შეადგენდა და მასში მონაწილეობა სულ ოთხმა კომპანიამ მიიღო. მონაწილეთა შორის სამი თურქული და ერთი ჩინური მუნიციპალური კომპანიაა. მათ შორის ყველაზე მაღალი ფასი წარადგინა თურქულმა კომპანია DOGUS INSAAT VE TICARET A.S.-მა 412.6 მილიონი ლარის ოდენობით, ხოლო ყველაზე დაბალი ფასი კი ასევე თურქულმა კომპანია EmreRay Enerji İnşaat Sanayi ve Ticaret Anonim Şirketi-მ 287.6 მილიონი ლარის ოდენობით, რაც სატენდერო ფასზე 129 მილიონი ლარით ნაკლებია.

მათივე ცნობით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ახლა კომპანიების წინადადებები და მათი გამოცდილებები უნდა შეამოწმოს, რაც მსგავსი პროექტის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენას მოიცავს. თუკი გაირკვევა, რომ რომელიმე კომპანიას არ აქვს ტრამვაის ხაზის დაპროექტება/მშენებლობის გამოცდილება, ტენდერიდან მათი დისკვალიფიკაცია მოხდება.

კომპანიების წინადადებები კი ასე ნაწილდება:
• DOGUS INSAAT VE TICARET A.S. (თურქეთი) – 412,628,931 ლარი. კომპანიის ვებგვერდის თანახმად, მათ გაყვანილი აქვთ სტამბულის მეტროს 53-კილომეტრიანი ხაზი და 16 სადგური. ასევე ბულგარეთის დედაქალაქ სოფიას მეტროს მეორე ხაზის სამშენებლო პროექტი. საუდის არაბეთის ქალაქ რიადის მეტროს ხაზი; ინდოეთის ქალაქ მუმბაის მეტროს მესამე ხაზი; ასევე ქალაქ სტამბულში ემიმონუდან-ალიბეიკოიმდე ტრამვაის ხაზი
• Wuhan Municipal Construction Group Co., Ltd. (ჩინეთი. მუნიციპალური კომპანია) – 397,470,472 ლარი. კომპანიის ვებგვერდის თანახმად, მათი საქმიანობა ძირითადად ქალაქ ვუჰანის საინჟინრო სერვისების მიწოდებას წარმაოდგენს, რაც მოიცავს მეტროს და ტრამვაის ხაზის პროექტირება მშენებლობას.
• YDA İNŞAAT SANAYİ VE TİCARET ANONİM ŞİRKETİ (თურქეთი) – 332,449,164 ლარი. კომპანიის ვებგვერდის თანახმად, მათ განხორციელებული აქვთ თურქეთის კალაქ კაისერის ტრამვაის 5.5-კილომეტრიანი ხაზის მშენებლობის სამუშაოები
• EmreRay Enerji İnşaat Sanayi ve Ticaret Anonim Şirketi (თურქეთი) – 287,654,321 ლარი. კომპანიის ვებგვერდის თანახმად, მათ განხორციელებული აქვთ სტამბულის ემიმონუ-კაბატაშის 7.3-კილომეტრიანი ტრამვაის მონაკვეთის პროექტი, რაც მოიცავდა ლიანდაგებისა და ელექტროგაყვანილობის მოწყობას. ასევე ქალაქ ესკეშეჰირის 17-კილომეტრიანი ტრამვაის ხაზი, ასევე ქალაქ ანტალიას ტრამვაის ხაზის ელექტრიფიკაციის სამუშაოები

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თბილისის საქალაქო სასამართლოში ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
  • “ცოცხლებს ხომ არ ახარებთ?! მკვდრებსაც არ ასვენებთ საფლავებში! ეს არის ოცნების მიერ ნაკეთები საქმე!” – ანი ქავთარაძე
  • “რუსეთის ეკლესია ცდილობს, მათი სასურველი კანდიდატი გავიდეს (პატრიარქის არჩევნებში)” – თეოლოგი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge