ტროტუარზე დგომის საქმე – მოსამართლე დავით მაკარიძემ სამოქალაქო აქტივისტი, მეგი დიასამიძე ადმინისტრაციულ სამართალდამღვევად ცნო და 2-დღიან პატიმრობაში გაუშვა.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის დემონსტრანტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეცაა აღძრული. დიასამიძეს კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებას ედავებიან. საქმე არსებითი განხილვის ეტაპზეა, ახალგაზრდა დემონსტრანტს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
