მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:
“მართალია პერიოდულად მაქვს პრობლემები, მაგრამ მედგრად ვდგავარ, ვაგრძელებ ბრძოლას! ვერ ეღირსებიან!” – წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი.
გუშინ ნანუკა ჟორჟოლიანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილმა საკანში გონება დაკარგა, მიიღო თავისა და კიდურების დაზიანება. ტელეწამყვანი წერდა, რომ შემთხვევა 29 მარტს მოხდა. მოგვიანებით განცხადება გააკეთა პენიტენციურმა სამსახურმა. მათი განმარტებით, მიხეილ სააკაშვილმა თავი შეუძლოდ წნევის დავარდნის გამო იგრძნო, ამის შემდეგ კი მას შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდა: “თავი შეუძლოდ იგრძნო და ადგილზევე გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება… მსჯავრდებულის განცხადებით, დაცემის შედეგად სტკიოდა ფეხი, თუმცა არც ვიზუალური დათვალიერებით და არც რენტგენოლოგიური კვლევით არანაირი დაზიანება არ ფიქსირდება”
