Tuesday, March 31, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

თებერვალში თბილისში გაძვირდა როგორც ქირა, ისე ბინების ფასი – კვლევითი ორგანიზაცია Galt & Taggart

March 31, 2026
თებერვალში თბილისში გაძვირდა როგორც ქირა, ისე ბინების ფასი – კვლევითი ორგანიზაცია Galt & Taggart

კვლევითი ორგანიზაცია Galt & Taggart-მა თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე მიმდინარე ტენდენციები მიმოიხილა.

როგორც ორგანიზაციის კვლევაშია აღნიშნული, 2026 წლის თებერვალში მოთხოვნა მაღალ დონეზე შენარჩუნდა, ასევე გაყიდვები გაიზარდა როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზარზე.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული მიუთითებს ძლიერ აქტივობაზე და 2025 წლის მეორე ნახევრის დინამიკის გაგრძელებას ასახავს.

მიწოდების მხარეს, გაცემული ნებართვების მოცულობა ზედიზედ მეხუთე თვეა მცირდება, რაც წინა პერიოდებში მკვეთრად გაზრდილი მიწოდების დასტაბილურების ნიშანია. ძლიერი მოთხოვნისა და ნებართვების შემცირების ფონზე, თებერვალში ფასების ზრდა დაჩქარებული ტემპით გაგრძელდა.

2026 წლის თებერვალში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაყიდული ბინების რაოდენობამ 3,822 შეადგინა, აქედან მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 19.2%-ით გაიზარდა და 1,864 შეადგინა. ხოლო პირველად ბაზარზე გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 11.2%-ით გაიზარდა და 1,958 შეადგინა.

„ჩვენ მიერ ჩატარებული დეველოპერების გამოკითხვის მიხედვით, რომელიც პირველადი ბაზრის ტენდენციებს რეალურ დროში ასახავს, 2026 წლის თებერვალში გაყიდვები მნიშვნელოვნად, წლიურად 26.6%-ით გაიზარდა (ჯამურად 2026 წლის 2 თვეში +24.1% წ/წ). ზრდა მეტწილად გასული წლის დაბალ ბაზას ასახავს, რაც ქვეყნის შიდა პოლიტიკური არასტაბილურობით იყო განპირობებული. 2026 წლის 2 თვეში თბილისში სულ 6,786 ტრანზაქცია დარეგისტრირდა და გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ 595 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (+16.7% წ/წ)“, – ნათქვამია კვლევაში.

ასევე გაიზარდა გასაყიდი ბინის ფასი და კვადრატულზე 1 398 დოლარი შეადგინა, გაძვირებულია ქირაც და კვადრატული მეტრის საშუალო ფასი 10.1 დოლარი ღირს. 2025 წლის თებერვალთან შედარებით გასაყიდი ბინის კვადრატულის ფასი 6%-ით, ხოლო ქირა 5%-ით არის გაძვირებული.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • (no title)
  • პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც დაზარალებულებს ერთ-ერთი ბანკის თანამდებობის პირად გაეცნო და თაღლითურად 397 760 ლარს დაეუფლა
  • თბილისის საქალაქო სასამართლომ ლოტკინის დასახლებაში მომხდარი განზრახ მკვლელობისათვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge