დონალდ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ფინანსურ სანქციებს კიდევ ერთი წლით ახანგრძლივებს. შესაბამის განკარგულებას ამერიკის პრეზიდენტმა ხელი მარტის ბოლოს მოაწერა. ამ გადაწყვეტილებით ძალაში რჩება ყველა ის სანქცია, რომელიც ჯო ბაიდენის 14 024 აქტის საფუძველზეა დაწესებული. უფრო ზუსტად კი ძალაში რჩება სანქციები ივანიშვილის წინააღმდეგ.
14 024 განკარგულება შეერთებულ შტატებში არის ის მთავარი სამართლებრივი დოკუმენტი, რომლითაც რუსული მავნე გავლენების წინააღმდეგ ყველაზე მკაცრი სანქციები უკვე მე-6 წელია მოქმედებს. 2023 წლის 27 დეკემბერს ბაიდენის სწორედ ამ აქტის საფუძველზე დასანქცირდა “ქართული ოცნების” დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ვაშინგტონმა რუსული დაზვერვის ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა. სანქციები ივანიშვილის წინააღმდეგ მინიმუმ კიდევ 1 წლით გახანგრძლივდა.
ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობების დალაგება ამ დრომდე მხოლოდ “ოცნების” სასურველ რეალობად რჩება. ყოველდღიურად პროპაგანდა ამტკიცებს, რომ ვაშინგტონთან ურთიერთობების გადატვირთვის ეტაპზე არიან. პროტოკოლურ მისალმებებს პროპაგანდა დამთბარ ურთიერთობებად ასაღებს, თუმცა პრაქტიკაში პროგრესი არ ჩანს.
“ქართული ოცნების” დეპუტატები უკმაყოფილოები არიან ტრამპის ადმინისტრაციის საპასუხო ქმედებებზე, უფრო სწორად კი უმოქმედობაზე.
