სინდისის პატიმრების პროცესზე დასასწრებად საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მივიდა.
როგორც მან პროცესის დაწყებამდე განაცხადა, დიდი მოლოდინი არ აქვს, რომ სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა, მიაჩნია, რომ პროცესზე მაინც უნდა იყოს.
“ყველამ ძალიან კარგად იცით, რას უნდა ველოდოთ, ასეთი სასამართლოსგან, მაგრამ მაინც აქ უნდა ვიყოთ, რადგან ეს ახალგაზრდები იმისი ნიშანი არიან, რომ ეს ასე არ დამთავრდება. სასამართლოს იმედი კი არ მაქვს, ამ ბიჭების იმედი მაქვს” – განაცხადა ზურაბიშვილმა პროცესზე შესვლამდე.
