ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ქუვეითში ინდოეთის მოქალაქე დაიღუპა.
თავდასხმის სამიზნე გახდა ქვეყნის ელექტროსადგური და წყლის გამტკნარების ქარხანა. ინფორმაციას ქუვეითის ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეტევამ ელექტრო და წყალმომარაგების ობიექტს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. როგორც სამინისტროში აღნიშნეს, ტექნიკური ჯგუფები „სასიცოცხლო სერვისების უწყვეტად მიწოდების უზრუნველსაყოფად“ მუშაობენ.
ამასთან, ქუვეითის ეროვნული გვარდიის ცნობით, ქვეყანამ ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი გაანეიტრალა.
