Monday, March 30, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

იტალიაში რენუარის, სეზანისა და მატისის იშვიათი შედევრები მოიპარეს

March 30, 2026
იტალიაში რენუარის, სეზანისა და მატისის იშვიათი შედევრები მოიპარეს

ჩრდილოეთ იტალიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კულტურულ ცენტრს, პარმის პროვინციაში მდებარე მამიანო დი ტრავერსეტოლოს ვილა-მუზეუმს, თავს დაესხნენ. მანიანი როკას ფონდის (Magnani Rocca Foundation) მუდმივი კოლექციიდან მოპარულია მსოფლიო მნიშვნელობის რამდენიმე შედევრი, რომელთა მხატვრული და ეკონომიკური ღირებულება უპრეცედენტოდ მაღალია.

საგამოძიებო უწყებები ადასტურებენ, რომ მოპარულ ნამუშევრებს შორისაა პიერ-ოგიუსტ რენუარის 1917 წელს შესრულებული ტილო — „თევზები“ (Les Poissons). ეს ნახატი იმპრესიონისტი ხელოვანის იმ იშვიათ ნამუშევართაგან ერთ-ერთია, რომელიც იტალიაში საჯარო კოლექციაში მუდმივად იყო გამოფენილი.

რენუარის გარდა, მძარცველებმა ვილიდან წაიღეს: პოლ სეზანის აკვარელით შესრულებული ნამუშევარი – „ნატურმორტი ალუბლებით“ (Still Life with Cherries) და ანრი მატისის აკვატინტა – „ოდალისკი ტერასაზე“ (Odalisque on the Terrace).

გამოძიების პირველადი ვერსიით, მძარცველთა ჯგუფმა ვილა მანიანიში შეღწევა რამდენიმე დღის წინ მოახერხა. დანაშაული სრულყოფილად იყო დაგეგმილი. ნიღბიანმა პირებმა იმოქმედეს სწრაფად და ისე, რომ კვალი თითქმის არ დაუტოვებიათ.

აღსანიშნავია, რომ ძარცვა რამდენიმე დღის წინ მოხდა, თუმცა ინფორმაცია საზოგადოებისთვის მხოლოდ დღეს გახდა ცნობილი. გამოძიებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სპეცდანაყოფი აწარმოებს, რომელიც მოპარული ნამუშევრების შავ ბაზარზე გასვლის აღკვეთას ცდილობს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა” – სინოპტიკოსების გაფრთხილება მძღოლებს
  • ერევანში, წმინდა ანას ეკლესიაში ნიკოლ ფაშინიანზე თავდასხმა სცადეს
  • საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის – ორი მოქალაქე დააკავეს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge