მთავრობის ადმინისტრაციასთან მიუსაფარი ცხოველების დაცვის მოთხოვნით აქცია გაიმართა. მონაწილეები აცხადებდნენ, რომ არ დაუშვებენ მიუსაფარი ძაღლების მასობრივ განადგურებას.
აქციის მონაწილეები ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი №412 დადგენილების მე-3 პუნქტის გაუქმებას ითხოვენ. მათი თქმით, აღნიშნული ცვლილება კრძალავს სტერილიზაციისა და ვაქცინაციის მიზნით გადაყვანილი ძაღლების კვლავ საჯარო სივრცეებში დაბრუნებას.
პროტესტის ორგანიზატორები “ოცნების” ხელისუფლებასთან დიალოგს ითხოვენ და აცხადებენ, რომ შეხვედრას ითხოვენ თბილისის მერთან, კახა კალაძესთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან.
