Saturday, March 28, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ვიღაც გარეთ დადის, ვინც 12 წლის გოგონას სიცოცხლე იმსხვერპლა” – 12 წლის ანა იანუშაიტიტეს დედა

March 28, 2026
“ვიღაც გარეთ დადის, ვინც 12 წლის გოგონას სიცოცხლე იმსხვერპლა” – 12 წლის ანა იანუშაიტიტეს დედა

“მინდა მივმართო პრემიერ-მინისტრს – გთხოვთ, როგორც პირველ რიგში შვილების მამა, ჩაერთეთ ამ საქმეში, აიყვანეთ ეს საქმე პირად კონტროლზე და ნახეთ, რა ხდება ამ საქმეში და ნახეთ ის, რომ ამ საქმეში არაფერი არ ხდება და წინსვლა არ არის” – ამბობს ანი იანუშაიტიტეს დედა, ნატო ხუტაშვილი TV პირველთან საუბრისას.

“მინდა მივმართო პრემიერ-მინისტრს – გთხოვთ, როგორც პირველ რიგში შვილების მამა, ჩაერთეთ ამ საქმეში, აიყვანეთ ეს საქმე პირად კონტროლზე და ნახეთ, რა ხდება ამ საქმეში და ნახეთ ის, რომ ამ საქმეში არაფერი არ ხდება და წინსვლა არ არის.
ჩაერთეთ ღრმად და გადაახედინეთ ეს საქმე, თავიდან შემოწმდეს ყველაფერი, იქნებ რაღაც ნიუანსი იპოვოთ თორემ დარჩენილია ეს საქმე გამოძიების გარეშე და ვიღაც გარეთ დადის, ვინც 12 წლის გოგონას სიცოცხლე იმსხვერპლა. ასეთი ადამიანი ყველასთვის საშიშია, როდესაც თავისუფლად დადის და მე უბედური დედა ვიხვეწები სამი წელია, რომ მომიძებნეთ ჩემი შვილის მკვლელი, გავიგო რა ვითარებაში მოკვდა ჩემი შვილი და ამაზე არ მაქვს პასუხი, არ მაქვს გამოხმაურება და არ მაქვს შედეგი, რაც ყველაზე მთავარია. ვიხვეწები, რომ დადოს კომისიურმა ექსპერტიზამ პასუხი და პასუხის ღირსადაც არ მთვლიან, არც გვეხმიანებიან და პასუხსაც არ დებენ.
ამ ყველაფერს აქვს უამრავი სისტემური ხარვეზი. მინდა, რომ პირადად ნახოს პირადად ჩაერთოს, პირადად გაარკვიოს, რა ხდება მის სახელმწიფოში, რა ხდება იმ სტრუქტურაში, რომელშიც იმის მაგივრად, რომ სიმართლე დადგინდეს, პირიქით ნადგურდება ყველაფერი. საუბარი მაქ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროზე, პირადად განადგურდა, ჩაირეცხა არსებული თმა, დაობდა ჩემი შვილის ანაწმენდები, მითხრეს, რომ პირნაღებინები მასა არისო ეს და არა სახის ანაწმენდიო. ეს არის პირდაპირ უშუალო უდიდესი დარღვევა იმიტომ, რომ პირნაღებიან-მასიანი ბამბის გადასმა სახეზე არ შეიძლებოდა იმიტომ, რომ დეენემს სპობს კუჭის მჟავა და თუ ასეა გაკეთებული, მაშინ თავშივე აქვს ყველაფერი დაზიანებული და გაფუჭებული. არ სცოდნიათ მათ ნორმალურად აღება ანაწმენდის, იმიტომ რომ ტელეფონით აქვთ ეს ნასწავლი და უამრავი დარღვევები არის. შემოიღეს ახლა ეს ხელზე შესაფუთები და ასე შემდეგ. ჩაერთოს პირადად, ნახოს ეს სისტემა, რა ხდება შიგნით, რატომ ვარ ამ დღეში და მე დარწმუნებული ვარ ჩემსავით ძალიან ბევრი ადამიანი არის ამ მდგომარეობაში, რომელიც ელოდება სიმართლის დადგენას და ვერ ადგენს. უკვე იმდენად არის ყველაფერი დაზიანებული, ვეჭვობ, რომ არც არასდროს არ დადგინდება, ერთადერთი ღმერთის იმედად ვარ” – ამბობს ანი იანუშაიტიტეს დედა, ნატო ხუტაშვილი TV პირველთან საუბრისას.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • უმძიმესი ავარია გურჯაანში – არის მსხვერპლი
  • ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს
  • ჰანდე ერჩელი ბრალდებებს არ ეთანხმება და ამბობს, რომ ნარკოტიკი ან სტიმულატორი არასდროს მიუღია

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge