“მფრინავი გველი”, ორმოს გველგესლა, გეკონები და სხვა – კამბოჯის გამოქვაბულებში ქვეწარმავლების და ცხოველების ახალი სახეობები აღმოაჩინეს
კამბოჯის ნაკლებად შესწავლილი კირქვის გამოქვაბულები ათასობით კილომეტრზეა გადაჭიმული. ისინი უამრავი ჯერ კიდევ უცნობი სახეობის სახლია. ამ ეკოსისტემებში ბინადრობენ ცხოველები, რომლებიც მსოფლიოს სხვა ადგილას არ გვხვდება.
ახლა, ჩრდილო-დასავლეთ პროვინცია ბატამბანგში ჩატარებულმა ახალმა კვლევამ რამდენიმე ახალი სახეობა გამოავლინა. მათ შორის არის ფირუზისფერი გველგესლა, “მფრინავი გველი“, გეკონი, ორი მიკრო-ლოკოკინა და ორი მრავალფეხა.
გველგესლას და ახლად აღმოჩენილი გეკონების სამ სახეობას ოფიციალურ სახელებს ჯერ კიდევ არქმევენ. დანარჩენი აღმოჩენები კი უკვე დადასტურდა. განაგრძეთ კითხვა…
