საბერძნეთის სანაპიროსთან 22 მიგრანტი დაიღუპა – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.
ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო Frontex-ის ინფორმაციით, კუნძულ კრეტასთან 26 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს.
„მგზავრებმა ზღვაში ექვსი დღე სასმელი წყლისა და საკვების გარეშე გაატარეს“, – აცხადებს Frontex-ი.
გადარჩენილებმა განაცხადეს, რომ დაღუპულთა ცხედრები მგზავრობის განმავლობაში ხმელთაშუა ზღვაში გადაყარეს.
