უამინდობაა, როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში. არის თუ არა მკვეთრი ცვლილებები და როგორი ამინდები იქნება საქართველოში უახლოეს დღეებში, ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის, ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი სპეციალისტი თამარ პაპაშვილი ambebi.ge-ს ესაუბრა.
– 29 მარტს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურაც მოიმატებს, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. დასავლეთ საქართველოში 20-25 გრადუსის, აღმოსავლეთ საქართველოში 17-22 გრადუსის ფრაგლებში.
30 მარტიდან კვლავ ველოდებით ამინდის პირობების გაუარესებას, კვლავ აციებას, წვიმას, დასავლეთის მიმართულების ქარს, ზოგგან ძლიერს, ტემპერატურა კვლავ დაიწევს, 10-15 გრადუსი, კიდევ უფრო ნაკლებიც, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში.
31 მარტს შედარებით გამოიდარებს, ნალექის თვალსაზრისით, თუმცა დასავლეთის ქარია მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოში. 1 და 2 აპრილს კვლავ უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურაც მოიმატებს, დასავლეთ საქართველოში 20-25 გრადუსი, აღმოსავლეთ საქართველოში 20-22 გრადუსი იქნება. განაგრძეთ კითხვა…
