Friday, March 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

20-წლიანი ინტერვალის შემდეგ, საქართველოში მიწის რესურსების მონაცემთა ერთიანი ბაზა შეიქმნა

March 27, 2026
20-წლიანი ინტერვალის შემდეგ, საქართველოში მიწის რესურსების მონაცემთა ერთიანი ბაზა შეიქმნა

საქართველოს მიწის ფონდის შესახებ მონაცემების შეგროვება, დამუშავება და სისტემატიზაცია 20-წლიანი ინტერვალის შემდგომ შესაძლებელი გახდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს ერთიანი ძალისხმევით, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული.

„მიწის ფონდის ერთიანი ბაზა მოიცავს ორ მიმართულებას: სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შესახებ მონაცემებს. სასოფლო-სამეურნეო მიწები გაყოფილია ერთწლიან და მრავალწლიანი კულტურებით დაფარულ ფართობებად, რაც შეეხება არასასოფლო-სამეურნეო ნაწილს, აქ მონაცემები წარმოდგენილია მრავალი მიმართულებით: ტყის ფონდის, დაცული ტერიტორიების, წყლის ფონდის, მყინვარების, ტბების, ურბანული ტერიტორიების შესახებ და სხვა. მოცემულია საქართველოს მიწის ფონდის სრული სურათი დანიშნულებისა და კატეგორიის მიხედვით“, – განაცხადა მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძემ.

მისი თქმით, იმ პერიოდში, როცა არ არსებობდა მიწის მონაცემთა ერთიანი ბაზა, სახელმწიფო ეყრდნობოდა საჯარო რეესტრის მონაცემებს რეგისტრირებული მიწების შესახებ, სტატისტიკის მონაცემებს, რომლებიც ხშირად ზეპირ გამოკითხვებს ეფუძნებოდა.

„ეს მონაცემები გაფანტული და ფრაგმენტული იყო, დღეს მიწის ფონდის ერთიანი ბაზა თავს უყრის სამინისტროს, საჯარო რეესტრისა და სხვა უწყებების, და რაც მთავარია, სააგენტოს მიერ დამუშავებულ მონაცემებს – გადამოწმებულ და დაზუსტებულ ინფორმაციას, რომელიც მუშაობას გაუადვილებს ყველას როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო სექტორს“, – განაცხადა მიშელაძემ.

მონაცემები საჯაროა და ხელმისაწვდომია სააგენტოს ვებგვერდზე – https://land.gov.ge/Ge/Services/Database, ხოლო საქართველოს მიწათსარგებლობისა და მიწათდაფარულობის ინტერაქტიული რუკა განთავსებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის გეოგრაფიულ საინფორმაციო პორტალზე – https://portal.mepa.gov.ge/Ge/user/map/34.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “აუცილებლად დაჯდება გიორგი მალანია საბრალდებო სკამზე” – მოკლული მასწავლებლის დედა
  • “პოლიტიკურ შეფასებებს პასუხს ვერ გავცემ” – იოსელიანი პაპუაშვილის განცხადებაზე
  • პროკურატურამ ძალადობის მუქარით ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge