ამერიკის შეერთებული შტატები სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს – კონსული სოციალურ ქსელებს შეამოწმებს.
ახალი რეგულაციის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
ახალი რეგულაციების მიხედვით, სავალდებულო ხდება ვიზის განმცხადებლების სოციალური აქტივობის მონიტორინგი – მათ შორის, სოციალურ ქსელებში აქტივობა. ეს პრაქტიკა აქამდე ძირითადად სასწავლო ვიზებზე ვრცელდებოდა, ახლა კი სამუშაო და დიპლომატიურ ვიზებზეც გავრცელდება.
სავარაუდოდ, კონსულს გადაწყვეტილების მისაღებად – გასცემს თუ არა ვიზას – რამდენიმე სამუშაო დღე ან მეტი დასჭირდება.
რეგულაციები ძალაში 30 მარტიდან შევა.
