ცნობილია უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული ცოლ-ქმრის ვინაობა – ქალი სასწრაფო დახმარების ექიმი იყო: რას ჰყვებიან მომხდარზე
წყალტუბოში ცოლ-ქმარი, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა. გარდაცვლილი ქალბატონი ნინო კიკალიშვილი, წყალტუბოს სასწრაფო დახმარების ერთ-ერთი ექიმი იყო.
როგორც ირკვევა, ქალბატონს ვერ დაუკავშირდნენ ტელეფონზე და ამის შემდეგ დაიწყო მისი ძებნა. სამაშველო გამოიძახეს და კარის შემტვრევის შედეგად შევიდნენ ბინაში, ამ დროს იპოვეს გარდაცვლილი ცოლ ქმარი ბინაში.
გარდაცვლილები არიან ნინო კიკალიშვილი და ილარიონ ქათამაძე.
“ვუსამძიმრებ ოჯახს. ახლა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს შემთხვევის ადგილზე და მეტი დეტალი მოგვიანებით გახდება ცნობილი” – გვეუბნება ადგილობრივი.
ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.
