სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს, 2024 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 0.8 პროცენტით მეტია და 44 319 ერთეული შეადგინა.
გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ქ. თბილისში – 12 743 კაცი, ხოლო ყველაზე ნაკლები – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში – 585 კაცი.
საქსტატის 2025 წლის მონაცემების მიხედვით, ჩვილ ბავშვთა მოკვდაობის კოეფიციენტმა, ანუ 1 წლამდე გარდაცვლილთა რიცხოვნობა 1 000 ცოცხლად დაბადებულზე, 7.6 პრომილე შეადგინა. 2025 წელს, ხოლო 5 წლამდე ასაკის გარდაცვლილთა კოეფიციენტმა 9.1 პრომილე შეადგინა.
2025 წელს, საქართველოში დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება, რაც ნიშნავს სხვაობას ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის და -6 452 ერთეულით განისაზღვრა. ამასთან, უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა ყველა რეგიონში, გარდა თბილისის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქვემო ქართლის რეგიონისა.
