2025 წელს საქართველოში სულ 37,867 ბავშვი დაიბადა, რაც 2024 წელთან შედარებით 1,616-ით ნაკლებია. ამასთან ეს რიცხვი ბოლო 32 წლის განმავლობაში მინიმალურია.
წლების მიხედვით საქართველოში შობადობის პიკი 2014 წელს აღინიშნა, როდესაც 60,635 ბავშვი დაიბადა, მას შემდეგ კი ის ყოველწლიურად მცირდება.
უფრო დეტალურად, შობადობის მაჩვენებლები 1994 წლის შემდგომ ასე ნაწილდება:
- 2014 – 60,635
- 2015 – 59,249
- 2016 – 56,569
- 2017- 53,293
- 2018 – 51,138
- 2019 – 48,296
- 2020 – 46,520
- 2021 – 45,946
- 2022 – 42,319
- 2023 – 40,214
- 2024 – 39,483
- 2025 – 37,867
რეგიონულ ჭრილში 2025 წლის მდგომარეობით საქართველოში შობადობა ასე ნაწილდება:
- საქართველო – 37,867
- თბილისი – 14,334
- აჭარის ა.რ. – 4,551
- ქვემო ქართლი – 4,431
- იმერეთი – 4,275
- კახეთი – 2,610
- შიდა ქართლი – 2,238
- სამეგრელო-ზემო სვანეთი – 2,178
- სამცხე-ჯავახეთი – 1,509
- გურია – 807
- მცხეთა-მთიანეთი – 743
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 191
დაბადებულთა შორის 13,873 იყო პირველი ბავშვი, 12,441 მეორე შვილი, 11,012 კი მესამე და შემდგომი შვილი. ყველა ეს პარამეტრი 2024 წელთან შედარებით შემცირებულია.
