Friday, March 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“დარტყმის შემდეგ ქმარი რამდენიმე სართულზე ჩაჰყავს, სასწრაფოში მირბის, შემდეგ სახლიდან შვილი გამოჰყავს და სასწრაფოს მიჰყვება – აბსოლუტურად ადეკვატურია, ეს ქმედებები შორს არის აფექტისგან” – ფსიქიატრი „ტიკტოკერ“ თეკლა გერსამიაზე

March 27, 2026
“დარტყმის შემდეგ ქმარი რამდენიმე სართულზე ჩაჰყავს, სასწრაფოში მირბის, შემდეგ სახლიდან შვილი გამოჰყავს და სასწრაფოს მიჰყვება – აბსოლუტურად ადეკვატურია, ეს ქმედებები შორს არის აფექტისგან” – ფსიქიატრი „ტიკტოკერ“ თეკლა გერსამიაზე

სისხლიანი დანის გარეცხვა გამორიცხავს თუ არა აფექტურ მდგომარეობას? – ამ კითხვით მიმართა ქმრის – ლუკა დარასელიას მკვლელობის ბრალდებით დაკავებული „ტიკტოკერის“, 25 წლის თეკლა გერსამიას საქმის პროკურორმა გიორგი ქობულაძემ ფსიქოლოგიურ ექსპერტს, მარინა მათიაშვილს.

ექსპერტმა კითხვას უარყოფითი პასუხი გასცა.

„ეს გამორიცხავს აფექტის მდგომარეობაში ჩადენილ ქმედებას“, – განაცხადა მათიაშვილმა.

სწორედ მან ჩაუტარა თეკლა გერსამიას ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობის დადგენასთან დაკავშირებით.

მათიაშვილი თეკლა გერსამიას სტაციონარში 10 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში აკვირდებოდა, თუმცა, მისი ჩვენებით, ვინაიდან გერსამია დანაშაულს უარყოფდა, მისი მონაყოლით აფექტზე ვერ იმსჯელებდა, რის გამოც, ექსპერტმა აღნიშნულზე გამოძიების მიერ გადაცემული მასალებიდან იმსჯელა.

როგორც ექსპერტმა განაცხადა, მას საგამოძიებო ორგანომ ორი კითხვით მიმართა, იყო თუ არა თეკლა გერსამია ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში ან სხვა პათოლოგიურ აფექტურ მდგომარეობაში, რაც ქმედების ჩადენის დროს მის ცნობიერებაზე გავლენას მოახდენდა.

„საექსპერტო კვლევის შედეგით, თეკლა გერსამიას ქმედება ფიზიოლოგიურ აფექტურ მდგომარეობაში ჩადენილად არ შეფასდა, არც სხვა პათოლოგიურ მდგომარეობაში არ იმყოფებოდა, რაც ქმედების გაცნობიერებას შეუშლიდა ხელს… საქმის მასალებით, ის [გერსამია] აყენებს დარტყმას, როგორც მახსოვს, რამდენიმე სართულზე ჩაჰყავს ის, მერე სასწრაფოში მირბის, მერე ფიქრობს, რომ შვილი ჰყავს დატოვებული სახლში, ჩამოჰყავს შვილი და მიჰყვება სასწრაფოს. რამდენი ტიპის სხვადასხვა ქმედებას ვხედავთ… აბსოლუტურად ადეკვატურია, მიდის სასწრაფოში, დახმარებას ითხოვოს, ბავშვი ჩამოჰყავს და სასწრაფოს მიჰყვება, ეს აბსოლუტურად შორს არის ფიზიოლოგიური აფექტისგან“, – განაცხადა ექსპერტმა.

მარინა მათიაშვილი სასამართლოში ამ წუთებში დაცვის მხარის კითხვებს პასუხობს.

თეკლა გერსამიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ყოველდღიურ რეჟიმში განიხილავს.

თეკლა გერსამია ბრალს არ აღიარებს.

ცნობისთვის, მკვლელობა თბილისში, 22 აგვისტოს მოხდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თურქი მსახიობი ჰანდე ერჩელი სასამართლოში ჩვენების მიცემის შემდეგ გაათავისუფლეს
  • სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გორში ხორცპროდუქტების შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინა
  • სემეკმა სს „თელასი“ ელექტროენერგიის ხშირი წყვეტების აღმოსაფხვრელად განხორციელებული, ნორმებთან შეუსაბამო სამუშაოების გამო დააჯარიმა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge