“გუშინ ვისმინეთ ბატონი ვაშაძისგან, სამი პ – რომ არიან. პატიოსანიო, პროფესიონალიო, კიდე რაღაცაო, პატრიოტიო. პ-თი დაწყებულ სიტყვებს ნუ ეთამაშებიან, შეიძლება სხვა სიტყვებიც მოჰყვეს შემდეგ ამ რიგში…” – შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
“გუშინ გიორგი ვაშაძისგან მოვისმინეთ, რომ სამი პ არიან – პატიოსანი, პროფესიონალი, პატრიოტიო. პ-თი დაწყებულ სიტყვებს ნუ გაეთამაშებიან, შეიძლება, ამ რიგში სხვა სიტყვებიც მოჰყვეს. რასთან გვქონდა საქმე, ამ ძალადობრივი რეჟიმის სახე დროებითმა საგამოძიებო კომისიამ წარმოაჩინა. დღესაც ვხედავთ, რომ „ევროპის სახალხო პარტია“ მათ თავისი რიგებიდან არ რიცხავს.
შესაბამისად, EPP აცხადებს, რომ მოძალადეების მხარდამჭერია. „ევროპის სახალხო პარტიის“ წარმომადგენლები ხელისუფლებაში არიან გერმანიაში, პოლონეთსა და სხვა ქვეყნებში. ამიტომ, როცა ეროვნულ პოლიტიკას ვაკვირდებით სხვადასხვა ქვეყნიდან, ეს ყველაფერი ამ რაკურსში უნდა დავინახოთ. მოძალადეების პარტია როცა შენი თანამებრძოლია ისევე, როგორც წამების სისტემის შემქმნელი, გასაგებია, რომ შენი ღირებულებებით პლინტუსს ქვემოთ ხარ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
