ბიზნესმენ ვალერიანე ქოჩიაშვილის განცხადებას, რომ ოკუპირებულ დონეცკთან ვაჭრობის დაწყებას აპირებს, შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა:
“ჩვენ შეზღუდვები გვაქვს დაწესებული დონეცკის ტერიტორიებიდან ეკონომიკურ და პოლიტიკურ ურთიერთობებზე ასე, რომ ეს შეუძლებელი არის, რომ რაიმე ვაჭრობა ხდებოდეს… მიუხედავად იმისა, რომ არის ცილისწამება საქართველოსთან დაკავშირებით ვერცერთი ფაქტი ვერ დადასტურდა და ვერ მოიტანეს, რომ საქართველოში რამენაირად ხდება სანქციების დარღვევა, ჩვენ ამ პირობებს ვიცავთ, მიუხედავად იმისა, რომ უმადურია ევროკავშირი საქართველოს მიმართ, იყო ცილისწამების მცდელობა ყულევთან დაკავშირებით, ასე პასუხობენ ჩვენს მხარდაჭერას, იცით, რომ ჩვენ არანაირი ვალდებულება არ გვაქვს, რომ ევროკავშირის სანქციები დავიცვათ, მაგრამ მხოლოდ უკრაინელი ხალხის გვერდში დგომისა და პატივისცემის გამო უზრუნველვყოფთ ამ ყველაფერს და არა ბრიუსელისთვის და კიევის ხელისუფლებისთვის, მაგრამ უმადურობას ვხედავთ, მათ შორის ბრიუსელისგან ბოლო9 დროს, უმადურობის მაგალითი იყო ყულევთან დაკავშირებით ცილისწამება, რომელიც დადასტურდა, რომ იყო აბსოლუტური ტყუილი და არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა სანქციების დარღვევისა, რომლის შემდეგაც ბოდიშიც კი ვერ მოვისმინეთ მათი მხრიდან.” [სინქრონული თარგმანი] – ამბობს პაპუაშვილი
დღეს ბიზნესმენმა ვალერიანე ქოჩიაშვილმა, რომელიც ოკუპირებულ დონეცკთან ვაჭრობის დაწყებას აპირებს თქვა: “ძალიან კარგი შეთანხმებაა, გადასარევი შეთანხმებაა, ყველას რომ გაუხარდება ის შეთანხმებაა. წამოვიღებთ იქიდან ყველაფერს რაც დასჭირდება საქართველოს კანფეტებს, რუსულ პრიანიკებს, სუყველაფერი კარგად იქნება, ნუ ნერვიულობთ თქვენ. ფულს წავიღებ და წამოვიღებ…გავაფრთხილებთ ოცნებას, რომ დაგვეხმარონ თორემ მაგათ ყურებას დავაჭრი, ივანიშვილსაც ყურებს დავაჭრი…”
რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის ოკუპირებული დონეცკიდან საქართველოში ქვანახშირის იმპორტი იგეგმება. „ჯორჯ ოილის“ ხელმძღვანელი, ვალერიანე ქოჩიაშვილი ის ბიზნესმენია, რომელმაც ფართო საზოგადოებას თავი გერმანიის ელჩზე თავდასხმით გააცნო ბათუმში. ქოჩიაშვილი ამბობს, რომ დონეცკიდან წამოსული პროდუქტისთვის უკვე ჰყავს ინდოელი და თურქი კლიენტები.
