საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ნახევარ კილოგრამზე მეტი ოქროს ნაკეთობების უკანონოდ შემოტანის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს.
გამოძიების ვერსიით, ეჭვმიტანილი საიუველირო ნაკეთობებს მანქანაში, სპეციალურად მოწყობილ სამალავში ინახავდა. ის საბაჟო გამშვები პუნქტის, ყაზბეგის გავლით გეგმავდა ძვირად ღირებული საქონლის ჩუმად, განბაჟების გარეშე შემოტანას.
აღმოჩენილი ოქროულობის საერთო ღირებულება 150 ათასს ლარსს აჭარბებს. დაკავებულს რვა წლიანი პატიმრობა ემუქრება.
“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით შემოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგის“ გავლით, მის მართვაში არსებულ ავტომანქანაში სპეციალურად მოწყობილი სამალავის გამოყენებით, საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოიტანა 665.71 გრამი საიუველირო ნაკეთობები, საერთო ღირებულებით 150,271.71 ლარი.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია აღნიშნული საიუველირო ნაკეთობები, ასევე ბრალდებულის მართვაში არსებული ავტომანქანა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით” – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაშია.