აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, დონალდ ტრამპი გახდება აშშ-ის პირველი მოქმედი პრეზიდენტი, რომლის ხელმოწერაც ახალ ქაღალდის ვალუტაზე განთავსდება – ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს. Associated Press წერს, რომ აშშ-ის ქაღალდის ვალუტაზე გამოსახულია ფინანსთა მინისტრისა და ხაზინის ხელმძღვანელის ხელმოწერები და არა პრეზიდენტის.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, დონალდ ტრამპის ხელმოწერის ყველა ახალ ქაღალდის ვალუტაზე განთავსების გეგმა ქვეყნის 250 წლის იუბილეს აღსანიშნავად არის შემუშავებული. კუპიურებზე ასევე იქნება ფინანსთა მინისტრის, სკოტ ბესენტის ხელმოწერაც.
„არ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი გზა ჩვენი დიდი ქვეყნის ისტორიული მიღწევების პატივსაცემად, ვიდრე ტრამპის სახელით გამოშვებული აშშ დოლარის ბანკნოტები“ – ამბობს ბესენტი.
AP წერს, რომ ეს გადაწყვეტილებები ტრამპის გამოსახულების მონეტაზე განთავსებას ეხება, რამაც საზოგადოებაში კრიტიკა გამოიწვია, რადგან აშშ-ის ფედერალური კანონი ვალუტაზე ცოცხალი პრეზიდენტების გამოსახვას კრძალავს.
