დღეს, საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-6 ტურის შეხვედრას გამართავს.
ქუთაისში, შენგელია არენაზე რამაზ სვანაძის მომზადებული გუნდის მეტოქე ლატვიის ნაკრები იქნება. ამ გუნდებს შორის 10 ოქტომბერს რიგაში გამართული თამაში 1-1 დასრულდა. ლატვიელთა კარში ბურთი დავით ბუკიამ გაიტანა.
შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება და ბილეთების შეძენა ონლაინ არის შესაძლებელი.
