Friday, March 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

“დიდი ოდენობით ნარკოტიკების გავრცელების მცდელობა აღკვეთეს – დაკავებულია 5 პირი” – შსს

March 27, 2026
“დიდი ოდენობით ნარკოტიკების გავრცელების მცდელობა აღკვეთეს – დაკავებულია 5 პირი” – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის, შეძენა-შენახვის მცდელობისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე სხვადასხვა დროს 5 პირი დააკავეს.

“დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, რუსეთის, ყირგიზეთისა და უკრაინის მოქალაქეები.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირები მათთვის უცხოეთიდან ამანათებით, შენიღბულად გამოგზავნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების რეალიზაციას გეგმავდნენ.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულების მხილების მიზნით ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების ფარგლებში, მათთვის სხვადასხვა ქვეყნიდან გამოგზავნილი ამანათების კონტროლირებადი მიწოდება განახორციელეს, რის შემდეგაც დაკავებულების დანაშაულებრივი განზრახვა დადასტურდა.

პოლიციამ ამანათებიდან, ასევე ბრალდებულების საცხოვრებელი ადგილებიდან, ნივთმტკიცებად ამოიღო სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები, მათ შორის: 311 აბი „მდმა“, 9 კილოგრამამდე „მეფედრონი“, 2 კილოგრამზე მეტი „მეთადონი“, 4 კილოგრამამდე „ჰაშიში“, 1,5-მდე „კლეფედრონი“, „მარიხუანა“, ფსიქოტროპულ ნივთიერება „კეტამინისა“ და ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ-ს“ ნაზავი.

პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები” – ვკითხულობთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე, 260-ე, 260-ე კვარტა და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ტრაგედია წყალტუბოში – ცოლ-ქმარი, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა
  • “მაგათ ყურებს დავაჭრი ყველას, ივანიშვილსაც ყურებს დავაჭრი” – ბიზნესმენი, რომელიც ოკუპირებული დონეცკიდან ქვანახშირის შემოტანას გეგმავს
  • ევროკავშირის სასამართლომ სანქციების მოხსნის შესახებ 5 რუსი ბიზნესმენის საჩივარი უარყო

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge