Axios: პენტაგონი ახლო აღმოსავლეთში დამატებით 10 000 ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს – გამოცემა ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის უწყების მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
Axios წერს, რომ იმ შემთხვევაში თუ ტრამპის ადმინისტრაცია ახლო აღმოსავლეთში დამატებით ჯარისკაცებს გაგზავნის, აშშ-ის მებრძოლთა რაოდენობა რეგიონში მნიშვნელოვნად გაიზრდება და ეს კიდევ ერთი სიგნალი იქნება იმისა, რომ ირანში აშშ-ის სახმელეთო ოპერაცია სერიოზულად მზადდება.
Axios-ის წყაროს ვარაუდით, პენტაგონი გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, მომავალ კვირას მიიღებს. მისივე ინფორმაციით, ჯარისკაცები სხვადასხვა საბრძოლო ქვედანაყოფიდან იქნებიან.
