რუსეთის ფედერაციაში, სმოლენსკის ოლქში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად აღმოაჩინეს არაალკოჰოლური პროდუქციის საწარმო, სადაც ფალსიფიცირებულ კოკა-კოლას ასხამდნენ.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პროდუქციას ეწერა, რომ ის დამზადებულია საქართველოში, ან აზერბაიჯანში, თუმცა რეალურად კოკა-კოლას დასახელებით, დაუდგენელ გაზიან სასმელს რუსეთში ასხამდნენ.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 38 ათასი 2 ლიტრიანი ბოთლი “კოკა-კოლას“ დასახელებით ფალსიფიცირებული სასმელი.
