40 დღე რომ გაივლის, მერე გამოვთქვამთ ამ მოსაზრებებს, ერთმანეთშიც მერე ვისაუბრებთ და დავასახელებთ კიდევაც ჩვენს კანდიდატებს, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, “ყველამ უნდა დაასახელოს [კანდიდატი] აუცილებლად, ვინც სინოდის წევრია“
“ჩემი პოზიცია ასეთია, რომ 40 დღე უნდა ვიგლოვოთ. 40 დღე რომ გაივლის, მერე გამოვთქვამთ ამ მოსაზრებებს, ერთმანეთშიც მერე ვისაუბრებთ და დავასახელებთ კიდევაც ჩვენს კანდიდატებს. […] ყველამ უნდა დაასახელოს [კანდიდატი] აუცილებლად, ვინც სინოდის წევრია“ – თქვა ფაჩუაშვილმა “ტვ პირველთან” საუბრისას.
