Thursday, March 26, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ანტონ ჩეჩინის, არტემ გრიბულისა და სერგეი კუხარჩუკის პროცესი გადაიდო

March 26, 2026
ანტონ ჩეჩინის, არტემ გრიბულისა და სერგეი კუხარჩუკის პროცესი გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოში ანტონ ჩეჩინის, არტემ გრიბულისა და სერგეი კუხარჩუკის პროცესი გადაიდო.

პროცესის გადადებაზე შუამდგომლობა დაცვის მხარემ, სერგეი კუხარჩუკის ადვოკატმა ნიკოლოზ ლეგაშვილმა დააყენა, ვინაიდან მისი დაცვის ქვეშ მყოფი უცნობი მიზეზის გამო სხდომას არ ესწრებოდა.

უფლებადამცველმა სასამართლოს სთხოვა პროცესი გადადებულიყო, რათა სურვილის შემთხვევაში, ბრალდებულს პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონოდა.

“ჩემთვის სიურპრიზი იყო, რომ დღეს კუხარჩუკი პროცესზე არ გამოცხადდა, თუმცა დოკუმენტს რომელიც პენიტენციურიდან მოსამართლეს გამოეგზავნა, რატომ არ აქვს ბრალდებულის ხელმოწერა ეს შემიძლია განვმარტო. მას თავიდანვე არ უთარგმნეს ჯეროვნად, რა ნივთები იყო დასაშვები ციხეში და რა არა. ამიტომაც არ იცოდა რომ ბანქო დაუშვებელია. სწორედ აქედან გამომდინარე აღარ აწერს სერგეი კუხარჩუკი არც ერთ დოკუმენტს ხელს, რომელიც ქართულ ენაზეა შედგენილი, ნდობა აღარ აქვს. რადგან მისი გამოუცხადებლობის მიზეზი უცნობია, ვითხოვ გადაიდოს პროცესი რომ ეს დადგინდეს და სურვილის შემთხვევაში, ბრალდებულს პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცეს,” – განაცხადა ნიკოლოზ ლეგაშვილმა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე სიტყვით ისარგებლა ბრალდებულმა არტემ გრიბულმაც, რომელმაც განმარტა, რომ მოთხოვნის მიუხედავად, პენიტენციურ დაწესებულებაში დასაშვები და დაუშვებელი ნივთების ჩამონათვალს რუსულ ენაზე არ აძლევენ.

“ჩვენ ნამდვილად არ გვაძლევენ პენიტენციურ დაწესებულებაში დასაშვები დაუშვებელი ნივთების ჩამონათვალს რუსულ ენაზე. ორჯერ მივმართე დირექტორს მოთხოვნით და არანაირი პასუხი არ მოვიდა, ასლიც არ გადმოუციათ,” – თქვა არტემ გრიბულმა.

ცნობისთვის, პრო-ევროპული აქციების დროს დაკავებულ ანტონ ჩეჩინს, არტემ გრიბულსა და სერგეი კუხარჩუკს პენიტენციურ დაწესებულებაში უკანონო ნივთის, კერძოდ ბანქოს შენახვასა და თამაშს ედავებიან.

სერგეი კუხარჩუკს ორგანიზებულ ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობის მუხლით 2 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ანტონ ჩეჩინსა და არტემ გრიბულს კი ნარკოტიკული საშუალების ფლობის ბრალდებით – 8.5 წლით. მათივე განცხადებით, მათ ეს ნარკოტიკი ჩაუდეს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ხოშტარიას 4 შვილზე, ცოტა ადრე უნდა ეფიქრა” – კალაძის პირველი კომენტარი
  • “საქმეში არსებული მტკიცებულებებით ის უდანაშაულოა, თუმცა საპროცესო შეთანხმება არის ერთ-ერთი მექანიზმი საქმის დასრულების” – ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატი
  • სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გორში თევზპროდუქტების არალეგალური საწარმო გამოავლინა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge