Thursday, March 26, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ამ დღეებმა აჩვენა, რომ არსებობს საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა, რომლისთვისაც ძვირფასია ღირებულებები, ფასეულობები, ტრადიციები”- ირაკლი კობახიძე

March 25, 2026
🎥კობახიძე ამტკიცებს, 7 ნოემბერი იმიტომ არ დაგმო, რომ საერთაშორისო ორგანიზაციაში პოლიტიკურ განცხადებებს უკრძალავდნენ – სად იყო კობახიძე 2012 წლამდე?

ამ დღეებმა აჩვენა, რომ არსებობს საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა, რომლისთვისაც ძვირფასია ღირებულებები, ფასეულობები, ტრადიციები, ეკლესია, სახელმწიფო და არსებობს უდიდესი უმცირესობა, რომელიც ემიჯნება ამ ყველაფერს, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი live“-ში.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ესენი არიან ერთგვარი ახალი თაობის მებრძოლი ათეისტები და ამის გამოხატულება იყო ის დამოკიდებულება, რაც მათ აჩვენეს ამ დღეების განმავლობაში.

„საზოგადოების უდიდესი უმცირესობა იყო ის, ვინც დარჩა ამ ერთიანობის მიღმა და ეს იყო მათი შეგნებული გადაწყვეტილება. ეს შემთხვევითი არ არის. რა პროცესებზეც ვსაუბრობდი, იგივე კამპანიები, რომლებიც გავიხსენეთ, ეს ყველაფერი ემსახურებოდა კონკრეტულ მიზანს და ამ მიზნების განხორციელებაში კონკრეტული ადამიანები იყვნენ ჩართული. NGO-ებმა ვერცერთი სამძიმრის სიტყვა ვერ გაიმეტეს პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ეს ხომ შემთხვევით არ ხდება. მერე უკვირთ ხოლმე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მათ კავშირებზე კონკრეტულ ძალებთან, იმაზე, რომ ისინი არიან მართული გარედან არასწორი ძალების მხრიდან, რომ მათ ამოძრავებთ უკიდურესად მანკიერი ინტერესები და ასეთი დავალებებით მოქმედებენ. ეს არ არის მარტო მათი განწყობის შედეგი. ისინი ემსახურებიან კონკრეტულ საქმეს, კონკრეტულ შავ საქმეს, პირდაპირ შეიძლება ითქვას. ამ შავი საქმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი არის ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ ისევე, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ, ყოველგვარი ავტორიტეტების წინააღმდეგ. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, გასაკვირი არ არის, რომ ეს ადამიანები სრულიად შეგნებულად დარჩნენ ამ ერთიანობის მიღმა.

იყო იმის მცდელობაც, რომ სხვადასხვა ფორმით კონკრეტული ადამიანები, მათი წარმომადგენლები ჩართულიყვნენ პროცესებში და ამას პრაგმატული მიზეზი ჰქონდა. პრაგმატული მიზეზი იყო ის, რომ გამომდინარე საყოველთაო ერთიანობიდან, პოლიტიკური კუთხით ვიღაცებმა არ ჩათვალეს მიზანშეწონილად ამის მიღმა დარჩენა. თუმცა, ესეც რომ ყალბი იყო, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად გამოჩნდა.

საბოლოო ჯამში, ამ დღეებმა აჩვენა, რომ არსებობს საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა, რომლისთვისაც ძვირფასია ღირებულებები, ფასეულობები, ტრადიციები, ეკლესია, სახელმწიფო და არსებობს უდიდესი უმცირესობა, რომელიც ემიჯნება ამ ყველაფერს და არა მხოლოდ ემიჯნება, არამედ არის დაახლოებით იმით დაკავებული, რასაც ბოლშევიკების პერიოდში ეწოდებოდა მებრძოლი ათეიზმი. ესენი არიან ერთგვარი ახალი თაობის მებრძოლი ათეისტები და ამის გამოხატულება იყო ის დამოკიდებულება, რაც მათ აჩვენეს ამ დღეების განმავლობაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თბილისში კაცს მანქანა დაეჯახა
  • ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2026 წლის აპრილში განსაკუთრებული იღბალი და წარმატება ელის ​
  • როდემდე გაგრძელდება წვიმიანი ამინდები საქართველოში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge