Wednesday, March 25, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“შეიძლება ითქვას, რომ ჩვენმა კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ დააგვირგვინა ჩვენი წინაპრების შრომა და ბრძოლა ავტოკეფალიის მოპოვებისთვის” – მეუფე შიო

March 25, 2026
“შეიძლება ითქვას, რომ ჩვენმა კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ დააგვირგვინა ჩვენი წინაპრების შრომა და ბრძოლა ავტოკეფალიის მოპოვებისთვის” – მეუფე შიო

ავტოკეფალიას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ერის სულიერ ცხოვრებაში, – ამის შესახებ საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სიონის საპატრიარქო ტაძარში ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით ქადაგებისას აღნიშნა.

მან ავტოკეფალიის მნიშვნელობაზე იქადაგა და აღნიშნა, რომ „კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ დააგვირგვინა ჩვენი წინაპრების შრომა და ბრძოლა ავტოკეფალიის მოპოვებისთვის“.

„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს. მეტად სიმბოლურია, რომ სწორედ დღეს შესრულდა მეცხრე დღე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალებიდან. როგორც იცით, საქართველოს ეკლესია ერთ-ერთი უძველესია მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის. ჯერ კიდევ მეხუთე საუკუნეში წმინდა კეთილმსახურ მეფე ვახტანგ გორგასლის ძალისხმევით მოპოვებულ ავტოკეფალიას, საქართველოს ეკლესია მიუხედავად მრავალი ქარტეხილისა, მტრების შემოსევებისა, ინარჩუნებდა მე-19 საუკუნის დასაწყისამდე. 1811 წელს რუსეთის იმპერატორის განკარგულებით ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალია გაუქმდა. ეს იყო საეკლესიო კანონიკის უხეში დარღვევა. ავტოკეფალია დაკარგული და დაობლებული ეკლესია განაგრძობდა თავის ცხოვრებას 106 წლის განმავლობაში, მაგრამ მიუხედავად ამისა, ქართველი პატრიოტები არ წყვეტდნენ ბრძოლას ავტოკეფალიის აღდგენისთვის.

რატომ იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები ასეთი შემართებით ჯერ ავტოკეფალიის მოპოვებისთვის და შემდეგ კი აღდგენისათვის? იმიტომ, რომ ავტოკეფალიას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ერის სულიერ ცხოვრებაში. ავტოკეფალიის პირობებში, ადგილობრივი ეკლესია სრულად იღებს პასუხისმგებლობას თავისი სამწყსოს სულიერ განათლებაზე. ავტოკეფალია განაპირობებს ღვთისმეტყველების, განათლების, ქადაგების, მისიონერობის წარმართვას და განვითარებას მშობლიურ ენაზე. საეკლესიო ცხოვრების სხვადასხვა დარგების განვითარებას ეროვნული საჭიროებებიდან გამომდინარე, მათ შორის საეკლესიო გალობის, ხატწერის, ხუროთმოძღვრების, უნიკალური ეროვნული ტრადიციების განვითარებას. ასევე, ეკლესიის სხვა დარგების განვითარებას, მრავალი შეიძლება ითქვას, მაგალითად, ავტოკეფალიურ ეკლესიას საშუალება აქვს, რომ უფრო ღრმად შეისწავლოს თავისი მოსაგრეების ცხოვრება და დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება ამა თუ იმ მოღვაწის წმინდანად შერაცხვის თაობაზე. სწორედ ამიტომ, როდესაც 1917 წელს სვეტიცხოვლის ტაძარში გამოცხადდა ავტოკეფალიის აღდგენა, ეს აღქმული იყო არა მხოლოდ როგორც ადმინისტრაციული ნაბიჯი, არამედ როგორც ისტორიული სამართლიანობის აღდგენის დიდი აქტი და რაც მთავარია, ერის სულიერი აღდგომა. ასე იყო განცდილი და ასე განვიცდით ჩვენ ამას, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ ამით არ დასრულებულა ბრძოლა ავტოკეფალიის საბოლოო მოპოვებისთვის.

მართალია, ჩვენ გამოვაცხადეთ ავტოკეფალიის აღდგენა 1917 წელს, მაგრამ საჭირო იყო ამის ცნობა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს და მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიების მიერ. ეს დიდი საქმე კი ითავა სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქმა, ილია მეორემ, რომელმაც მრავალწლიანი შრომით, თავისი დიდი ავტორიტეტით მიაღწია იმას, რომ 1990 წელს მართლმადიდებლობის ზეიმზე, კონსტანტინოპოლში მსოფლიო პატრიარქმა საქართველოს ეკლესიას გადასცა ჩვენი ეკლესიის უძველესი დროიდან არსებული ავტოკეფალიისა და საპატრიარქო ტიტულის ცნობისა და მტკიცების სიგელები.

შეიძლება ითქვას, რომ ჩვენმა კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ დააგვირგვინა ჩვენი წინაპრების შრომა და ბრძოლა ავტოკეფალიის მოპოვებისთვის. დღეს ჩვენ ვიმყოფებით სიონის წმინდა ტაძარში და დიდი მოწიწებითა და მადლიერებით ვართ განმსჭვალულნი ჩვენი წმინდა პატრიარქებისადმი, წინაპრებისადმი, რომლებიც არ შეეგუვნენ ავტოკეფალიის დაკარგვას, არამედ თავიანთი თავგანწირვით, შრომით, დიდი ღვაწლის ფასად კვლავ დაუბრუნეს და აღუდგინეს ძველად არსებული ისტორიული ავტოკეფალია ჩვენს ქვეყანას და ეკლესიას“,-აღნიშნა მეუფე შიომ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ე.წ. საბოტაჟის საქმის პროკურორი განმარტავს, რატომ არ დაეთანხმა ბრალდების მხარე სასამართლო პროცესის გახსნასთან დაკავშირებით შუამდგომლობას
  • “ჩვენი გეგმაა, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია მაისში დავიწყოთ” – გიორგი ტყემალაძე
  • “სტალინიც კი ოპოზიციონერებს ღია პროცესზე ასამართლებდა, მაგრამ სად სტალინი და სად ზვიგენის პატრონი” – მიხეილ სააკაშვილი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge